x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ ავიცილოთ თავიდან უსიამოვნო სუნი ფეხსაცმელში და მისგან გამოწვეული ტერფის სოკოს განვითარება
image

ზაფხულის ცხელ დღეებში ბევრი ადამიანი ეჯახება ამ პრობლემებს.როგორ დავაღწიოთ თავი?–ისმის კითხვა.რომ აიცილოთ თავიდან სოკოს წარმოქმნა ფეხის ტერფზე და უსიამოვნო სუნი თქვენი ფეხსაცმლიდან, ყურადღებით გაეცანით შემდეგ

სასარგებლო რჩევებს:


1)პირველ რიგში უნდა მოვაცილოთ ფეხსაცმელს უკვე არსებული სუნი.თუ შესაძლებელია კარგად გავრეცხოთ და სპირტიანი ბამბით დავამუშაოთ შიდა ზედაპირი და თუ არა, მაშინ გავწმინდოთ შიგნიდან კალიუმის პერმაგანატში ან წყალბადის ზეჟანგში დასველებული ღრუბელით და ვაცალოთ 12 საათი ვიდრე კარგად არ გაშრება.


2)უნდა ჩაასხათ ფეხსაცმელში არაყი, ჩაიცვათ სუფთა ბამბის წინდა და ცოტა გაიარ–გამოიაროთ, რომ გაიჟღინთოს კარგად არაყით, შემდეგ გავიხადოთ და გამოვაშროთ კარგად.

3)სპორტულ ფეხსაცმელს ვინც ხშირად ხმარობს, ეგრეთწოდებულ “ბოტასს", მასში ხშირად უნდა ჩაყაროს საჭმელი სოდა, გააჩეროთ 24 საათი და შემდეგ კი "გადმოფერთხოთ" ან პილასოსით ამოასუფთაოდ და ისე ჩაიცვათ.მაგრამ ეს მეთოდი შავი ფეხსაცმლისთვის არ გამოდგება.

4)გამოცდილია და ძალიან ეფექტური საშუალებაა, რომ ფეხსაცმლის შიდა ზედაპირი ხშირად დაამუშაოთ Formidron-ის ხსნარით, რომელიც სულ რაღაც თეთრები ღირს სააფთიაქო ქსელში და ამით თავიდან აიცილებთ ფეხსაცმლისგან გამოწვეულ ყოველგვარ დისკომფორტს.

5) იმისთვის, რომ მოკვდეს ფეხსაცმელში არსებული მიკრობები და მოიშოროთ ცუდი სუნიც ფეხსაცმლიდან, ძალიან ეფექტური საშუალებაა ფეხსაცმლის "გაყინვა".ზამთრის ყინვაში გავიტანოთ გარეთ მთელი ღამის მანძილზე.მაგრამ ეს მხოლოდ ზამთარშია შასაძლებელი.(მაცივარში ნამდვილად არ გირჩევთ ფეხსაცმლის შეწყობას)

6)ფეხსაცმელში სუნის გაქრობის შემდეგ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები:

რეგულარულად გავანიავოთ და გავასუფთაოდ ფეხსაცმელი შიგნიდან.

ავირჩიოთ ნატურალური ქსოვილის საფენები(განსაკუთრებით სპორტულ ფეხსაცმელში)რომელსაც ხშირად შევცვლით.

წინდაც აუცილებლად ბუნებრივი ქსოვილის უნდა გვეცვას.

დახურული ფეხსაცმელი გავაშროთ სპეციალური იონიზატორის ან გაზეთის დახმარებით.


გისურვებთ ჯანმრთელობას!image





0
2318
7-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
2318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0