x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ბულგარულ წიწაკასთან ერთად მოშუშული ღორის ხორცი
image
ინგრედიენტები:

800 გრამი ნაკლებცხიმიანი ღორის ხორცი

2 თავი ხახვი

500 გრამი ბულგარული წითელი წიწაკა


800 გრამი კონსერვირებული პამიდორი

მარილი და წიწაკა გემოვნებით

3 სუფრის კოვზი კარაქი

მომზადება:

ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ხახვი დავჭრათ ალყა-ალყად, ბულგარული წიწაკა-მოგრძო ნაჭრებად.

სქელძირიანი ქვაბი დავდგათ ძლიერ ცეცხლზე, გავადნოთ მასში 3 სუფრის კოვზი კარაქი, ჩავყაროთ ხორცი და მოვშუშოთ 3-4 წუთი.

image

გადმოვიღოთ ხორცი თეფშზე, ხოლო ქვაბში ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი, დავუწიოთ ცეცხლს და ხახვი მოვშუშოთ კარგად.

image

დავამატოთ წიწაკა და კიდევ ვშუშოთ 5 წუთი.

image

ისევ ჩავუშვათ ქვაბში ნახევრად მომზადებული ხორცი, დავამატოთ კონსერვირებული პამიდორი თავის წვენთან ერთად, დავახუროთ ქვაბს თავი და ვშუშოთ ნელ ცეცხლზე ხორცის სრულ მზადყოფნამდე(40-45 წუთი).

image
დავამატოთ მარილი და წიწაკა.

სუფრაზე მივიტანოთ ცხელი კარტოფილის პიურესთან ერთად.

მიირთვით გემრიელად!

image

10
163
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
163
  
2013, 16 დეკემბერი, 12:39
ბულგარულზე არ ვგიჟდები მაგრამ გემრიელად გამოიყურება
2013, 15 დეკემბერი, 22:36
ხო ეგ თავისთავად
2013, 15 დეკემბერი, 22:33
ნიახური ერთადერთი მწვანილია, რომელიც არ მიყვარს. მე ამ კერძს ოხრახუშს და ქინძს დავამატებდი წვრილად დაჭრილს.:)
2013, 15 დეკემბერი, 22:30
ხო მწვანილი კარგია არ ვიცი ამას მოუხდეება თუ არა მაგრამ ნიახური მიყვარს ძალიან
2013, 15 დეკემბერი, 22:18
ზუსტად ვიცი, გემრიელია. გამიკეთებია ასე. მაგრამ მე ბოლოს აუცილებლად მწვანილს დავამატებდი-კარგ გემოს მისცემს.
2013, 15 დეკემბერი, 22:14
აუცილებლად უნდა ვსინჯო ბულგარული მიყვარს ძალიან და აი მაგიტომ უფრო დავინტრიგდი:)
2013, 15 დეკემბერი, 22:12
:)მართლა კარგია, მაგრამ მე საქონლის ხორცს ვარჩევდი, ნაკლები ქოლესტერინია.
2013, 15 დეკემბერი, 22:10
ნერწყვი მომადგა უკვე:)
2013, 15 დეკემბერი, 22:10
გემრიელია ხომ?
2013, 15 დეკემბერი, 22:09
ოოოო ეს უკვე სხვაა
მიყვარს ასეთი რამეები მითუმეტეს ბულგარული წიწაკა,
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10