x
image
ინტერ-გოგონა
სიყვარულის ისტორია
imageრა მინდოდა რა? მოვინდომე თხილამურიბი რაც არ იცი დაეტიე შენთვის ეგდე ეხლა ქალბატონო თოვლში.მოვინდომე შეჯიბრი..ღირდეს მაინც ამად? არც კი შეჩერდა რომ ენახა მოვკვდი თუ მოვრჩი?რას შეჩერდებოდა წინ მისი ახალი ტურფა ეგულებოდა...არც მიცდია წამოდგომა თვალები დავხუჭე და ფიქრებში გადავეშვი..ბოღმა მახრჩობდა სიბრაზიდან ვეღარ ვგრძნობდი ვეღარც ტკივილს და ვეღარც სიცივეს...

-დაშავდით?

-არა ზაგარს ვიღებ...თვალები არც გამიხელია ისე ვუპასუხე ცნობისმოყვარე უცნობს...

–ცოტა თბილად გაცვია...


-ხო საუცურაო კოსტუმი დამრჩა და...წარმოიდგინე რომ მაცვია...მივხვდი რომ სისულელე წამომცდა და ტუჩზე ვიკმინე...

-წარმოგიდგინე და ღირს ნახვა...ხელი მომკიდე დაგეხმარები ადგომაში..

-არმინდა მადლობთ აქაც კარგად ვარ...სხვას ველოდები..

-მართლა? მე აქ ვერავის ვხედავ ხელები ჩამჭიდა და ფეხზე წამომაყენა მხოლოდ ეხლა გავახილე თვალები და უცნობს შევხედე არ ვიცი რატომ მაგრამ მისი შემრცხვა და თავი დავხარე..

- სიარული შეგიძლია?

-ცოტა მიჭირს..

-დამეყრდენი დაგეხმარები...

-არმინდა..

-ნიკა...

-თეკლა...მადლობთ ...კარგად...

-იქნებ ყავა დაგველია და გვესაუბრა?

-არამგონია ეხლა კარგი მოსაუბრე აღმოვჩნდე...

-აგიტან ნუ ღელავ..

-კარგი..

პატარა კაფეში შევედით ყავა მოგვიტანეს მეც ლღობა დავიწყე..

არ ვიცი რა დამემართა მაგრამ თავი კარგად ვიგრძენი ნიკა ძალიან თავისუფალი და მხიარული აღმოჩნდა..თუმცა ხასიათი მალე შემიცვალა ჩემი ტელეფონის ხმამ...გავახსენდი?გავთიშე და ტელეფონი სულ გამოვრთე...

-იეჭვიანებს?

-ვინ?..

-არ გინდა ვისაუბროთ?

-ვისზე?

-ვისაც აეჭვიანებ და ანერვიულებ..?

-არამგონია ეჭვიანობდეს და მითუმეტეს ნერვიულობდეს...

-ესე იგი მართალი ვყოფილვარ..ეს ლამაზი გოგო შეყვარებულია .და ვინა ის ბედნიერი?

-ის სულაც არ თვლის ამას ბედნიერებად...

-სულელი ყოფილა..

- ეხლა უკვე მაბავ...

-სიამოვნებით შეგაბამდი...

-არაფერი გამოგივა..თვალი ავარიდე და კაფე მოვათვალიერე..ამას ვის ვხედავ ჩემი მეტოქე დაქალებთან ერთად..აი თურმე რატომ მოიცალა დათომ ჩემთვის..ძალიანაც კარგი ეხლა მიყუროს როგორ უნდა ეჭვიანობა...

–ვის უყურებ?

- არავის?

-მას უყვარხარ?

-არვიცი...თითქოს ცივი წყალი გადამასხესო..ძლივს ამოვილუღლუღე..

-გასაგებია..მეგობარია ხო?

-ჩემი ძმის მეგობარია..

-აეჭვიანე და როგორც კი იგრძნობს შენი დაკარგვის საფრთხეს აუცილებლად გამოგიტყდება თუ უყვარხარ...

-ვაეჭვიანო?

-ხოო..

-კუთხეში მაგიდა რომ დგას ხედავ..

-კი.. ოთხი ლამაზი გოგო ზის...

-მადლობა, როგორ გამიხარე გული.. ერთ-ერთი ჩემი მეტოქეა..

-ოჰო..

-მაკოცე..

-რა?

-მაკოცე მეთქი, შენ არ მითხარი აეჭვიანეო..

ჩემსკენ დაიხარა და ჩუმად მიჩურჩულა "არა"

-შენთვის ვინმეს უთქვამს რომ იდიოტი ხარ..

-არა...

-ხოდა მე გეუბნები...ავდექი და კარისკენ წავედი სულ დამავიწყდა რომ ფეხი მტკიოდა გიჟივით გამოვარდი გარეთ..

"თეკლა გაჩერდი" წინ გადამიდგა ნიკა...

-რატომ წამოდი?

-მეკითხები კიდეც?

-თეკლა იმისთვის მიბრაზდები რომ არ გაკოცე?

არ მინდოდა ისეთი რამე გაგეკეთებია რასაც ხვალ ინანებდი..მე მინდა შენთან მეგობრობა გავაგრძელო კარგად გაგიცნო..და თუ გაკოცებდი ხვალ შენ ვიცი რომ სირცხვილის გრძნობა არ მოგცემდა საშვალებას ჩემთან ურთიერთობა გაგეგრძელებია...მირჩევნია ეხლა გაბრაზდე ვიდრე ხვალ ჩემი შეგრცხვეს..

-არანაირი ხვალ არ იქნება...

-იქნება თეკლა, კოცნაც იქნება მაგრამ არა იმისთვის გამიზნული რომ ვიღაც აეჭვიანო? ნამდვილი გულიდან წამოსული კოცნა იქნება...

-უნდა წავიდე...

- კარგი..მაგრამ ჯერ ტელეფონი მათხოვე...

-კარგი...

-ეს ჩემი ნომერია არ გაბედო და არ წაშალო...საღამოს დაგირეკავ...

- მშვიდობით...

უკანმოუხედავად გავეცალე ნიკას..ღმერთო რა იდიოტი ვარ, რაებს ვაკეთებ..ფიქრებში გართულმა ვერც გავიგე როგორ მივედი სასტუმროში...

კიბეებზე დათო შემხვდა

-სად დადიხარ ტელეფონს რატო მითიშავ?

-ოღონდ ეხლა არა რა, მერე ვილაპარაკოდ.

-კარგად ხარ?

-კი

-კლუბში მივდივართ..

- თქვენ წადით მე ფეხი მტკივა..

-კარგი..როგორც გინდა...


ჩემს ოთახში ავედი ლოგინზე დავემხვე და ავტირდი.. მაგრამ არ ვიცოდი რატომ ვტიროდი... ნიკას მცხვენოდა თუ დათო რომ არ უყვარდი?

ამ ფიქრებში ჩამეძინა...

ტელეფონზე მესიჯი მოვიდა ხმამ გამაღვიძა ...

"სიბრაზემ გაგიარაა?"

ტელეფონი ლოგინიდან გადმოვაგდე და რატომღაც კმაყოფილმა გავაგრძელე ძილი....


გაგრძელება იქნება..... ინტერ-გოგონა

5
222
12-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
222
  
2014, 19 იანვარი, 23:16
კარგია
2014, 19 იანვარი, 22:20
ვნახე კაია ძაან
2014, 19 იანვარი, 22:15
მეორეც ნახხეეეე და იმედია დამამთავრებ
2014, 19 იანვარი, 22:14
კარგია მომეწონა
2013, 15 დეკემბერი, 16:13
გააგრძელეეეე ...............................
0 1 5