x
image
ვიზა კოხაძე
რა ხდება იმერეთში და კონკრეტულად კი - ზესტაფონში?

image
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში და განსაკუთრებით დასავლეთში უკვე რამდენიმე დღეა, გადაუღებლად თოვს.გამონაკლისი რა თქმა უნდა, არც ზესტაფონია.შეუჩერებლად თოვს და დიდთოვლობის გამო მოსახლეობა ფეხით გადაადგილდება.დღეს კი თოვლის საფარმა 0, 5 მეტრით მოიმატა და ამჟამადაც გადაუღებლად თოვს ზესტაფონში.შეზღუდულია მოძრაობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის მომართულებით. გადაკეტილია საავტომობილო გზები რიკოთის უღელტეხილზე, სადაც როგორც საინფორმაციო საშულებებით ირკვევა, გადაადგილების ახალი რეჟიმი დაწესდა.ზესტაფონი - ჩუმათელეთის სატრანსპორტო მონაკვეთზე მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის შესაძლებელი მოძრაობა. თოვლის საფარმა დაახლოებით ერთ მეტრს მიაღწია და შეზღუდულია მოძრაობა. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ელექტრო ენერგია არ მოეწოდებოდა მთელი ღამის განმავლობაში, დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები და გათიშულია ქალაქის შიდა ტელეფონების გარკვეული ნაწილი, ისევე, როგორც ქალაქის ქუჩების ერთი ნაწილი თოვლისგან არ გაუწმენდიათ.imageimageimage
imageimage მდგომარეობა შემაშფოთებელია ქალაქის ახლო მდებარე სოფლებში, რადგან მოსახლეობა - როგორც აღვნიშნეთ, ფეხით მოძრაობს. სინოპტიკოსების განცხადებით, დიდთოვლობა საქართველოში და უხვი ნალექი სავარაუდოდ 17 დეკემბრამდე გაგრძელდება. იმერეთში ახლაც გადაუღებლად თოვს, რომელიც პერიოდულად სეტყვის, წვიმისა და ძლიერი ქარის სახით მოდის.




2
93
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
93
  
2013, 15 დეკემბერი, 16:51
რა კარგია თოოოვააააააააააააააა
2013, 15 დეკემბერი, 12:42
გული მისკდეეება ამ თოვლის გადამკიდეეეე:D
0 1 2