x
image
worldsport.ge
“სიტი” იოვეტიჩის გაშვებას არ აპირებს

image“მანჩესტერ სიტის” ძლიერი სათადარიგოთა სკამი სჭირდება და ამის გამო ჩერნოგორიელი ფორვადის სტევან იოვეტიჩის გაშვებას არ აპირებს.
24 წლის ფეხბურთელი “ქალაქელებს” ზაფხულში, ფლორენციის “ფიორენტინადან” 23, 3 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდა, მაგრამ გუნდის შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ინგლისის პრემიერლიგის მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ინგლისური პრესის ცნობით, იოვეტიჩის სერია A-ში დაბრუნების სურვილი რამდენიმე კლუბმა გამოთქვა, მაგრამ “სიტი”, დეკემბერ-იანვარში პრემიერლიგის გადატვირთული კალენდრის გათვალისწინებით, მის გაშვებას არ თანხმდება.
ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0