x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134370
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ვაშლის პეროგი
imageროდესაც ვაშლი გვექნება სახლში აუცილებლად გამოვაცხოთ პეროგი, ეს ხომ ძალიან გემრიელია, თან მარტივი და სასიამოვნო მოსამზადებელი. საქმის კიდევ უფრო გაასაადვილებლად შემოგთავაზებთ ფოტო რეცეპტს.





ცომი:

ფქვილი - 2 დიდი ჭიქა
მარგარინი ან კარაქი - 150 გ
არაჟანი - 150 გ
კვერცხი - 2 ცალი.
საფუარი- 1 სუფრის კოვზი.

(ან 1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით.


შაქარი - 150 გრ)

შიგთავსი:
ვაშლი - 600-700გრ
შაქარი - 150 გ
დარიჩინი - 1 ჩაის კოვზი
მანის ბურღული – 2 კოვზი



როგორ მოვამზადოთ ვაშლის პეროგი.

imageგავცრათ ფქვილი, გავადნოთ მარგარინი. თასში მოვათავსოთ ნახევარი ფქვილი, კვერცხი, მარგარინი, შაქარი, არაჟანი და საფუარი (ან სოდა ძმრით) ამ ყველაფერს ხის კოვზით მოვურიოთ, შემდეგ დავამატოთ ფქვილის მეორე ნახევარი და ხელით ურიოთ.




image


ის უნდა იყოს მჩატე და ელასტიური შემდეგ ცოტახანი არ შევეხოთ. ამასობაში ჩვენ მოვამზადოთ ვაშლი.









image


ავიღოთ თხელ კანიანი ვაშლი, გავრეცხოთ კარგად და დავჭრათ მოდიდო ნაჭრებად.









imageტაფას არ უნდა ცხიმის წასმა რადგან თვითონ მასა ძალიან ცხიმიანია. ერთი მესამედი მასა გავასწოროთ ტაფაზე, გვერდებზე ამოწეულები დავუტოვოთ და მოვაყაროთ მანის ბურღული ზემოდან.






imageზემოდან მოვაწყოთ ვაშლი დავაყაროთ შაქარი და დარიჩინი.










imageმოვაყრით ცოტა ფქვილს და დავაფენთ შემდეგ ფენას . ასევე ვჭრით მორჩენილ მასას ზოლებად და ვაფარებთ ზემოდან ჯვარედინად. ვიღებთ კვერცხის გულს და ვუსმევთ ზემოდან. შემდეგ ამ ტაფას შევდებთ კარგად გაცხელებულ ღუმელში 200გრადუსზე. გამოცხობას დასჭირდება 300-40 წუთი.




image


აი ასეთი გამოვა ჩვენი ვაშლის პეროგი. ვაცალოთ გაგრილება დავჭრათ და მივირთვათ ჩაისთან ან ყავასთან ერთად.

















4
4510
6-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
4510
  
2013, 18 დეკემბერი, 22:48
მიყვარს პეროგი, დღეში ერთი ჟარონა შემომეჭმება ხოლმე, არადა ტკბილეულს ვერ ვიტან, ნამცხვარი ან ტორტი მაქსიმუმ 1 ნაჭერი შევჭამო, ისიც ზრდილობისთვის )))
2013, 12 დეკემბერი, 16:02
აუ რა კარგად გამაცინეე თქვენ გაიხარეთ:))))
2013, 12 დეკემბერი, 15:54
ცუდათ ვარ ისე მინდა და ჯიბრით ყველგან ამის ფოტოებს ვხვდებიი
0 1 4