x
image
მანჩო 777
ჩვენი ბავშვობის საყვარელი ნუგბარი-ნამცხვარი "კაკალი"
image
ჩემო ხელმარჯვე დიასახლისები, ამჯერად მინდა შემოგთავაზოთ ძალიან გემრიელი და ყველასათვის საყვარელი ნამცხვრის

''კაკლის" რეცეპტი. თუკი მისი გასაკეთებელი ფორმები სახლში მოგეძევებად, აუცილებლად გამონახეთ დრო ამ ნუგბარის მოსამზადებლად და დარწმუნებული ვარ, ოჯახის წევრების, განსაკუთრებით პატარების დიდ აღფრთოვანებას გამოიწვევთ.

მასალა:

3 კვერცხი


200 გრამი კარაქი

150 გრამი შაქარი

ვანილი, მარილი-გემოვნებით

ფქვილი-3 ჭიქა

გამაფხვიერებელი-დანის წვერით

მოხარშული შესქელებული რძე-2 ქილა

მოხალული ნიგოზი-სურვილისამებრ

მომზადება:

კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ დარბილებული კარაქი და კიდევ ავთქვიფოთ. გამოვრთოთ მიქსერი და ნელ-ნელა ხელით შევაზილოთ ფქვილი, რომელშიც დამატებული იქნება მარილი დანის წვერით, ვანილი და გამაფხვიერებელი. მოვზილოთ ცომი და დავდგათ 30 წუთით მაცივარში.

ავიღოთ კაკლის ფორმა, წავუსვათ თითოეულს ცოტაოდენი ზეთი ან კარაქი, ცოტაოდენი ცომი ამოვაკრათ ყველა მათგანში. დავაწყოთ კაკლები თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ 150 გრადუსზე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში.

გავაგრილოთ ნამცხვარი და გულები ამოვავსოთ მოხარშული შესქელებული რძით. სურვილისამებრ გულში ჩავდოთ მოხალული ნიგვზის ლებნები. მივაკრათ ნახევრები ერთმანეთს.

ჩვენი ნუგბარი მზადაა.

მიირთვით გემრიელად!

6
994
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
994
  
2013, 12 დეკემბერი, 19:39
ჩამოიტანე და მაგის ცომსაც დაგიწერ მერე, როგორ უნდა გააკეთო. ისე ცალ ცალკე ფორმები რომაა, მასში უკეთესი გამოდის, ხრაშუნა და გემრიელი. კაი ნერვები კი უნდა მაგათ კეთებას, მე ნერვები არ მყოფნის, მირჩვენია 2 ტორტი გავაკეთო, უფრო ნაკლებ დროს მოვანდომებ:)
2013, 12 დეკემბერი, 19:19
დიდი მადლობა, კანონგარეშე და მანჩო, ჩამოვიტან მაშინ, თორემ ისე ვერაფერი ვერ გავუგე და დავტოვე სოფელში:)
2013, 12 დეკემბერი, 15:53
ნათი, კი, ეგეც კაკლის ფორმაა, ოღონდ მანდ ასეთი ცომი არ გამოდგება, დასასხმელი ცომი უნდა, თხელი. ერთ მხარეს რომ გამ,ოცხვება, მერე მეორე მხარეს გადააბრუნებ და ისე გამოაცხობ. კანონგარეშემ სწორად აგიხსნათ, გამანაწილებელი გამოიყენეო, ეტყობა გამოცდილება აქვს.:)
2013, 12 დეკემბერი, 15:18
არ უნდა ღუმელში შედება. გაზქურაზე დადეთ და გარკვეული დროის მერე მეორე მხარეს გადააბრუნეთ. ოღონდ აუცილებლად გამანაწილებელი მეტალის ფილტრი უნდა გამოიყენოთ, თანაბრად რომ შეიწვას.
2013, 12 დეკემბერი, 13:05
წელს სოფელში ყოფნისას აღმოვაჩინე ამ კაკლების ფორმა, თუჯისაა, რაღაცნაირი დასაკეცი, ერთში ცომი იდება, მეორე ეხურება (ჩემი ვარაუდით). მაგრამ ტარი აქვს პლასტმასის და ღუმელში ვერ შედებ. მანჩო, შენ თუ გინახავს ასეთი ფორმა? ალბათ გაზზე ზემოდან უნდა დადო, არა?
2013, 12 დეკემბერი, 13:00
ვგიჟდები
0 1 6