x
სოსო ჯაჭვლიანი ბოდიშს იხდის

კაიბიწები ბოდიშს არ იხდიან დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი საზოგადოებას ბოდიშს უხდის, თუმცა მიიჩნევს, რომ ბარამიძე მისგან მეტის ღირსიც იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა გიორგი ბარამიძესთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ განაცხადა. ჯაჭვლიანის თქმით, მას სულ სხვა განცხადების გაკეთება სურდა. “თქვენ ალბათ აკვირდებოდით, როცა მე ვლაპარაკობდი, როგორ იქცეოდა თავად გიორგი ბარამიძე. მე ქართულ საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი იმის გამო, რაც იქ მოხდა, თორემ გია ბარამიძე უარესის ღირსიც იყო, ისე იქცეოდა, და არსებობს ამის კადრებიც”, – აღნიშნა ჯაჭვლიანმა. პარლამენტში დეპუტატებს შორის დღეს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოსო ჯაჭვლიანმა გიორგი ბარამიძეს „ჩმორი“ უწოდა. “ნუ ბლატაობ, შე ჩმორო”, – მიმართა ჯაჭვლიანმა ბარამიძეს, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, მას მიკროფონი გამოურთეს. სოსო ჯაჭვლიანი სხდომაზე აფრასიძეების წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრობდა.

1
95
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ირაკლი111
ირაკლი111
95
  
2013, 11 დეკემბერი, 15:01
კაი ბიჭები რომ ბოდიშს არ იხდიან? :))))))))
0 1 1