x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
აბუსალათინის ზეთში მომზადებული ბოსტნეულის რაგუ
ინგრედიენტები:

● ბადრიჯანი - 1 ცალი

● ყაბაყი - 2 ცალი

● ტკბილი წიწაკა (წითელი) - 1 ცალი


● ტკბილი წიწაკა (ყვითელი) - 1 ცალი

● ხახვი - 1 ცალი

● სტაფილო - 1 ცალი

● პამიდორი - 4 ცალი

● აბუსალათინის ზეთი (შესაძლებელია მცენარეულიც) - 2 სუფრის კოვზი

● ტომატის პასტა - 1 სუფრის კოვზი

● შაქარი - 1/2 ჩაის კოვზი

● დაფნის ფოთოლი - 1 ცალი

● ნიორი - 1 კბილი

● დაჭრილი ოხრახუში - 1 სუფრის კოვზი

● ქონდარა, რეჰანი, მარილი და პილპილი - გემოვნებით


რატატუი


მომზადება:

პამიდორი გავაჩეროთ მდუღარე წყალში 30 წამი და შემდეგ მოვაცილოთ კანი. დიდ ტაფაში მოვშუშოთ ხახვი, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ ზოლებად დაჭრილი ტკბილი წიწაკა (წითელიც და ყვითელიც), მარილი, პილპილი და გავაჩეროთ 4 წუთი. ამასობაში შევწვათ როლებად დაჭრილი ბადრიჯანი და მსუბუქად მოვშუშოთ სტაფილო. ასევე ზეთში მოვშუშოთ ყაბაყი, სანამ ოქროსფერი არ გახდება, შემდეგ დავუმატოთ უკვე მოშუშული ბოსტნეული, ტომატ-პასტა და კარგად ამოვურიოთ. ამის შემდეგ დავუმატოთ პამიდორი, შაქარი, დაფნა, ქონდარა, რეჰანი და გავაჩეროთ ცეცხლზე 15 წუთი, რის შემდეგაც ამოვიღებთ დაფნის ფოთოლს, ქონდარას, რეჰანს და დავუმატებთ წვრილად დაჭრილ ნიორს ოხრახუშთან ერთად. კარგად ამორევის შემდეგ დავუმატოთ აბუსალათინის ზეთი, ამოვურიოთ და უგემრიელესი რატატუი მზადაა.


გემრიელად მიირთვით

















2
174
8-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
174
  
2013, 11 დეკემბერი, 13:14
ნამდვილი რატატუი სწორედ აბუსალათინის ზეთში მომზადებული ბოსტნეულის რაგუა
2013, 11 დეკემბერი, 12:00
აბუსალათინის ზეთს კულინარიაშიც თუ იყენებდნენ არ ვიცოდი :)
0 1 2