x
image
worldsport.ge
რუდი გარსია საფრანგეთის საუკეთესო მწვრთნელია

imageიტალიის “რომას” თავკაცი რუდი გარსია ავტორიტეტული ჟურნალის France Football-ის ვერსიით, საფრანგეთში 2013 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
ფრანგი სპეციალისტი “რომას” სათავეში მიმდინარე წლის ზაფხულში ჩაუდგა და 15 ტურის შემდეგ, დედაქალაქელებს იტალიის სერია A-ში მე-2 ადგილი უკავიათ. “რომა” ერთადერთი გუნდია, რომელსაც თამაში არ წაუგია.
49 წლის გარსია “რომაში” გადასვლამდე 5 წლის განმავლობაში “ლილს” ხელმძღვანელობდა, რომელსაც 2010-2011 წლების სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი მოაგებინა და თასი. გამოკითხვაში გარსიამ საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის თავკაცს დიდიე დეშამსა და “სენტ-ეტიენის” თავკაცს კრისტოფ გალტიეს აჯობა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0