x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
გემრიელი და იოლად მოსამზადებელი რულეტი
image

ჩემო ხელმარჯვე დიასახლისებო, ამჯერად მინდა შემოგთავაზოთ ძალიან გემრიელი და ამასთანავე იოლად მოსამზადებელი რულეტის რეცეპტი. იმედია გემრიელი გამოგივათ და კიდევ ერთხელ გაახარებთ ოჯახის წევრებს თქვენი ნახელავით.

მასალა:

კვერცხი-4 ცალი

შქარი-4 სუფრის კოვზი


ფქვილი-4 სუფრის კოვზი

სახამებელი-1 ჩაის კოვზი

ვანილი, მარილი-გემოვნებით

სქელი მურაბა ან ჯემი

შაქრის პუდრა

მომზადება:

ღრმა თასში ჩავასხათ კვერცხის გულები, ცილა შევინახოთ მაცივარში. ავთქვიფოთ კარგად კვერცხის გულები შაქართან ერთად, დავამატოთ მარილი, ვანილი.

ცალკე ავთქვიფოთ ცილა, გავაკეთოთ კარგი ბეზე და ეს ორი მასა შევურიოთ ერთმანეთს ფრთხილად. დავაცრათ ერთმანეთში არეული ფქვილი და სახამებელი, ფრთხილად ავურიოთ ისევ ხის კოვზით და მიღებული ბისკვიტის ცომი გავშალოთ თუნუქის ფურცელზე, რომელზეც ცხიმწასმული პერგამენტია დაფენილი.

შევდგათ წინასწარ 150 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და გამოვაცხოთ.

image

ცხელსვე წავუსვათ სქელი მურაბა ან ჯემი და დავახვიოთ, მოვაცრათ შაქრის პუდრა.

მიირთვით გემრიელად!


image

2
11044
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
11044
  
2013, 10 დეკემბერი, 21:41
მეც მიყვარს და ხშირად ვაკეთებ ხოლმე, ვაშლის პავიდლოთია კარგი და შინდის ჯემით.
2013, 10 დეკემბერი, 21:29
ბავშვობას მახსენებს ეს რულეტი, სკოლის ბუფეტში იყიდებოდა ხოლმე:) ძალიან მიყვარს.
0 1 2