x
image
worldsport.ge
რიბერი საფრანგეთში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

imageმიუნხენის “ბაიერნისა” და საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების 30 წლის ნახევარმცველი ფრანკ რიბერი France Football-ის ვერსიით თავის ქვეყანაში წლის მოთამაშედ დაასახელეს.
წელს რიბერის კონკურენცია პოლ პოგბამ (“იუვენტუსი”) და ბლეზ მატუიდიმ (პსჟ) გაუწიეს.
რიბერი საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად მესამედ დაასახელეს. მანამდე მას ასეთი პატივი წილად 2007 და 2008 წლებში ხვდა. ყველაზე ხშირად France Football-ის ნომინაციაში ტიერი ანრის გაუმარჯვია.
წელს რიბერიმ “ბაიერნთან” ერთად გერმანიის ჩემპიონატი, გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო. ამასთანავე, საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაში დაეხმარა. რიბერი, არგენტინელ ლიონელ მესისა და პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად, “ოქროს ბურთის” მოგების პრეტენდენტია.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0