x
image
worldsport.ge
ეტო’ოს აშშ-ში ელიან

imageშესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ლონდონის “ჩელსის” ფორვარდი სამუელ ეტო’ო ოკეანის მიღმა გადაბარგდეს. The Guardian-ის ცნობით, 32 წლის კამერუნელის ხილვა MLS-ის რამდენიმე კლუბს სურს.
აფრიკელის მსურველთა სიაში არიან “ლოს ანჯელეს გელექსი”, “დი სი იუნაიტედი” და “ჩივასი”, მაგრამ ამ ეტაპზე, ეტო’ოსთან მოლაპარაკება არცერთ მათგანს დაუწყია.
შეგახსენებთ, რომ კამერუნელს “ჩელსისთან” კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. ლონდონელები მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის ბოლოს, ეტო’ო თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0