x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ტელევიზორის ევოლუცია

1929 წელს, ფრანგმა ინჟინერმა რენე ბარტელემმა( Rene Barthelemy) შექმნა იმ დროისათვის საოცარი სტანდარტების რეტრო ტელევიზორი. იგი მუშაობდა იმავე პრინციპით, როგორც ჩვეულებრივი პროექტორები - პროეცირებდა გამოსახულებას მოპირდაპირე კედელზე. 1931 წელს, მან თავის ლაბორატორიაში ჩაატარა პირველი საჯარო ტელესეანსი. გთავაზობთ მცირე ექსკურსს რეტრო-ტელევიზორების სამყაროში.image Fraccaro 30 Line Set - იტალიური ტელევიზორი, გამოდიოდა 1929 - 1932 წლებში. დღესდღეობით ეს მექანიკური რეტრო მოწყობილობა დიდად ფასობს ანტიკვარიატის კოლექციონერებში. image. Videograph emerson telejuke - ამერიკული რეტრო ტელევიზორი 1947 წლის ნიმუში, რომელსაც ყველა პრესტიჟული ბარ-რესტორნები უნდა დაემშვენებინა, თუმცა მუსიკალური ავტომატისგან განსხვავებით, რომელსაც ძალიან ჰგავდა, პოპულარობა მაინც ვერ მოიპოვა.image Tele-Tone Porthole-ტელევიზორი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოჩნდა ა.შ.შ-ში, მისი ფასი $ 219, 95 იყო.1949 წლისთვის ეს ტელევიზორი უკვე ყოველ მეორე ოჯახში ედგათ.image
image Philco Tandem Predicta.-ეს ტელევიზორი 1958 წელს გამოვიდა, იგი ორი ნაწილისგან შედგებოდა, "დისპლეისგან" და ტუმბო რესივერისგან, რომელიც სქელი კაბელით უერთდებოდა.image 1968 წელს ბრიტანელმა დიზაინერმა არტურ ბრეისდეილმა ასეთი ორიგინალური დიზაინის ტელევიზორები შესთავაზა მომხმარებელს-Keracolor Sphere. ამ ტელევიზორები გამოშვება დღესაც გრძელდება, თუმცა უკვე თანამედროვეობასთან შესაბამისი დიზაინით.image MTV-1 Micro-ეს გახლავთ პირველი ტელევიზორი მსოფლიოში, რომელიც შეგეძლოთ თან გეტარებინათ, იგი შეიქმნა ბრიტანეთში 1978 წელს და ისეთი დიდი პოპულარობით სარგებლობდა რომ საწყისი ფასი:200$-იდან მისი ფასი გაორმაგდა და 400$ გახდა.image CASIO TV-70-პორტატული იაპონური ტელევიზორი, 1986 წლის გამოშვება, იმ დროისთვის ის იყო ყველაზე მსუბუქი და თხელი ტელევიზორი მსოფლიოში, იწონიდა 135 გრამს, მუშაობდა პატარა ელემენტებზე, უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა იაპონიაში და ა.შ.შ-ში, ფასი 130$-იყო.

0
1436
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1436
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0