x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ქათმის კუჭებისგან მომზადებული უგემრიელესი სალათი (მაშას რეცეპტებიდან)
image

ვინ წარმოიდგენს ისეთი არაპოპულარული პროდუქტიდან როგორიც ქათმის კუჭებია, რომელიც სუპერმარკეტის დახლებს ამშვენებს, შეიძლება ძალიან გემრიელი, ნოყიერი და ნაზი სალათი გავაკეთოთ.რომელის ეფექტურად დაამშვენებს ჩვენს სუფრას.

რომ მოვამზადოთ ეს გემრიელი სალათი, ჩვენ დაგვჭირდება

შემდეგი პროდუქტები:



–ქათმის კუჭები–400გრ.

– 1საშუალო სიდიდის ხახვი და სტაფილო.დაფნის ფოთოლი.

–კვერცხი–3-4 ცალი

–კიტრი–1მოზრდილი, ან 2 პატარა თავი.

–მწვანე ხახვი–1 პატარა შეკვრა.

–3-4 ს.კ–მაიონეზი.

–მარილი და წიწაკა გემოვნებით.


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

1.პირველ რიგში ამ სალათის მოსამზადებლად, მთავარი ინგრედიენტი–ქათმის კუჭები გავასუფთაოდ კარგად და ჩავყაროთ ქვაბში.დავასხათ წყალი, ასევე ჩავყაროთ გასუფთავებული სტაფილო და ხახვი– დაუჭრელად, შავი წიწაკის მარცვლები, დაფნის ფოთოლი და ცოტა მარილი და მოვხარშოთ 1 საათის განმავლობაში.შემდეგ ამოვიღოთ, გავაცივოთ და დავჭრათ თხელ ფირფიტებად ან ჩხირებად.image

2.კვერცხები მოვხარშოთ მარილ-წყალში, გავაგრილოთ, გავფცქვნათ და დავჭრათ ისეთი ზომის ფირფიტებად ან ჩხირებად, როგორც ქათმის კუჭები დავჭერით.image

3.კიტრი გავრეცხოთ, მოვაჭრათ ბოლოები და დავჭრათ წვრილ ჩხირებად, ან

სპეციალურ სახეხზე გავხეხოთ.(კორეული კომბოსტოს სახეხზე)

image

4.მწვანე ხახვიც გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილად.თუ არა გვაქვს მწვანე ხახვი ჩვეულებრივი ხახვი (პატარა თავი)წინასწარ დავჭრათ და მოვაყაროთ მარილი.შემდეგ გადავავლოთ ცხელი წყალი.ხახვს სიმწარე აღარ ექნება.image

5. ადვილად რომ ავურიოთ, ღრმა თასზე დავყაროთ დაჭრილი ყველა ინგრედიენტი.image



6.შემდეგ დავუმატოთ მაიონეზი ან არაჟანი, თუ არაჟანს ვუკეთებთ სასურველია ცოტა მდოგვი დავამატოთ, უფრო სასიამოვნო გამოვა სალათი.ასევე გემოვნებით მოვაყაროთ მარილი და შავი წიწაკა.image


7.მოვურიოთ კარგად და ჩვენი გემრიელი სალათიც მზადაა.სუფრასთან მიტანის წინ გავაფორმოთ მწვანილით–სალათის ფოთლებით.ეს სალათი კარგია როგორც გაკეთებისთანავე, აგრეთვე მეორე დღესაც.გააკეთეთ ეს უგემრიელესი სალათი და ...

image


მიირთვით გემრიელად!




თქვენი მაშა





0
1425
4-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
1425
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0