x
image
მანჩო 777
სალათი "გველი" (ფოტორეცეპტი)
image
მასალა:

კარტოფილის პიურე-300 გრამი

სოკო-500 გრამი

ქათმის ფილე-400 გრამი


ხახვი-3 თავი

ყველი-150 გრამი

მაიონეზი-250 გრამი

ჩიპსები-80 გრამი

ზეთი

კარაქი

მოსართავად:

წითელი მოცხარი

პამიდორი

მწვანილი

მომზადება:

გავაკეთოთ კარტოფილის პიურე, ისე რომ ძალიან თხელი არ გამოგვივიდეს, გავაცივოთ და გველისმაგვარად დავდოთ სასალათეზე.

image

წვრილად დავჭრათ ხახვი და ცოტა ხანს გავაჩეროთ ის ძმარში ან ლიმონის წვენში. გავწუროთ და მოვაყაროთ პიურეს ზემოდან. თხლად გადავუსვათ ან მოვასხათ მაიონეზი.'

თეთრი სოკო მოვშუშოთ ტაფაზე ხახვთან ერთად ცოტაოდენ მცენარეულ ზეთსა და კარაქში, გავაცივოთ და მოვათავსოთ სალათზე. ამასაც მოვასხათ მაიონეზი.

image

მოხარშული ქათმის ფილე დავჭრათ წვრილად და მოვათავსოთ შემდეგ ფენად... და ისევ მაიონეზი.

image

შემდეგი ფენაა გახეხილი ყველი. მოვაყაროთ და ფრთხილად გადავუსვათ მაიონეზი, რომ სალათმა ფორმა არ დაკარგოს.

image

ჩიპსები დავფხვნათ წვრილად და ზემოდან მოვაყაროთ სალათს. მთელი ჩიპსით გავაკეთოთ გველის თავი.

image

თვალები გავაკეთოთ წითელი მოცხარისაგან, პირი პამიდორის ნაჭრის ან ბულგარული წიწაკისაგან. მოვრთოთ მწვანილით და მოცხარით. მოვათავსოთ ცოტა ხანს მაცივარში.

მიირთვით გემრიელად!

image

4
69
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
69
  
2013, 7 დეკემბერი, 22:53
:) იმედია ამ დღეებში მოვიცლი.
2013, 7 დეკემბერი, 22:51
კარგი გენაცვალე მაშინფოტოიანად ველოდები:)
2013, 7 დეკემბერი, 22:03
არ დამვიწყებია, უბრალოდ მინდოდა გამომეცხო და სურათიც დამედო,მაგრამ ეს დღეები სულ ვმუშაობდი და ვერ მოვიცალე. :)
2013, 7 დეკემბერი, 21:43
მანჩო კექსი შეპირებული სადაა?:)))))
0 1 4