x
image
ვიზა კოხაძე
როგორ ერთობიან ჩვენი საყვარელი სელებრითები და სად ატარებენ დროს ისინი ოჯახთან ერთად

image
ამჯამად ჯოლი - პიტის ულამაზეს და მრავარიცხოვან ოჯახზე მოგითხრობთ. მოგეხსენებათ, ამ ულამაზეს ოჯახს 6 შვილი( სამი საკუთარი და სამიც ნაშვილები) ჰყავს. ბედნიერი წყვილი დროს ყოველთვის პოულობს იმისათვის, რომ ერთად, ბავშვების გარემოცვაში იყვნენ.ბრედმა გადაწყვიტა შობის დღესასწაულის აღსანიშნავად ადრიანად გადაფრენილიყო სიდნეიში, სადაც ისინი ყველაზე ძვირადღირებულ იახტაზე, სახელად "Ghost inSydneyHarbour "- ის ბორტზე ერთად ავიდნენ.imageimageimageimage

ბრედის თავდაუზოგავი შრომის შემდეგ, რაც მან ომის თემაზე დრამატულ ფილმზე გადაღებების დროს დახარჯა, ნამდვილად სჭირდებოდა განტვირთვა და საუკეთესო მომენტი სწორედ ავსტრალიაში გამგზავრება იყო, რადგანაც ანჯელინა და ბავშვებიც იქ იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, როგორც წყვილის უახლოესი გარემოცვა აღნიშნავს, 18 დეკემბერს ბრედ პიტს 50 წლის იუბილე აქვს და ისინი ავსტრალიაში - სიდნეიში აღნიშნავენ საიუბილეო თარიღს.imageimageimageimageimage
ფილმი, სადაც მსახიობი მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა და ეს არ იყო მთავარი როლი, საფუძველი გახდა იმისა, რომ დაეტოვებინა ინგლისი და ავსტრალიაში გადაფრენილიყო ცოლ - შვილთან.
ბავშვები ძირითადად შავ მაისურებში იყვნენ გამოწყობილნი და თავდაპირველად საზღვაო ტაქსით გადაწყვიტეს მშობლებმა გასეირნება, მაგრამ ბოლოს მაინც მდიდრულ იახტაზე შეაჩერეს არჩევანი და კარგადაც გაერთნენ. დიდ კრეისერზე ასვლისთანავე დაიწყო ბრედმა ციფრული კამერით თითოეული კადრის დაფიქსირება. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ჰოლივუდის ვარსკვლავ მსახიობს და 6 შვილის მამას ბრედ პიტს "ფოტოგრაფის" როლიც ძალიან კარგად გამოუვიდა.imageimageimage







0
73
12-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0