x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რამზან კადიროვის მორიგი "შედევრი" ანუ მზადება საჭიროებისას სირიაში სამოქმედოდ.


image
ჩეჩნეთში იქმნება სპეცდანაყოფი სირიელ "ბოევიკებთან" საბრძოლველად.
ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის განცხადებით, რეგიონში ამზადებენ სპეციალური დანიშნულების დანაყოფს, რომლის დანიშნულება იქნება–მიიღოს მონაწილეობა სირიელი "ბოევიკების" ლიკვიდაციაში რომლებიც მისი აზრით საფრთხეს უქმნიან რუსეთის ფედერაციას.
ოთხშაბათს, გროზნოში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს კადიროვმა განაცხადა: საფრთხე რომელიც სირიელი "ბოევიკებისაგან" მოდის ცნობილია და ჩვენ ამას არ ვმალავთ, უფრო მეტიც ჩვენ ვმუშაობთ ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად.
ჩვენც, რუსეთის მაღალი რანგის პირები და უბრალო ხალხიც ვხედავთ ტერორისტებისა და ვაჰაბიტებისაგან მოსალოდნელ საფრთხეებს და ამიტომაც სამართალდამცავი ორგანოები და ჩვენც მათთან ერთად ვატარებთ კომპლექსურ ღონისძიებებს ამ საფრთხეების აღმოსაფხვრელად ან უკიდურეს შემთხვევაში მინიმუმამდე დასაყვანად–განაცხადა კადიროვმა.
მან ასევე დაამატა, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს სპეცდანაყოფი მზად იქნება ჩაერთოს სირიის კონფლიქტში "მეამბოხე ბოევიკების" წინააღმდეგ. თუ უმაღლესი მთავარსარდალი (პუტინი) გასცემს შესაბამის ბრძანებას, ეს დანაყოფი დაუყოვნებლივ შეუდგება სირიაში, რუსეთისათვის საფრთხის შემცველი პირების ლიკვიდაციას მათივე "ბუნაგში".

1
84
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
84
  
0 1 1