x
image
worldsport.ge
საუკეთესოდ პარდიუ და კრული დასახელდნენ

imageინგლისის პრემიერლიგაში ნოემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად ალან პარდიუ დაასახელეს, საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო კი ასევე “ნიუკასლის’’ წარმომადგენელ ტიმ კრულს გადაეცა.
“ნიუკასლმა’’ ნოემბრის თვეში პრემიერლიგაში გამართულ შეხვედრებში ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა. დაამარცხა “ჩელსი”, “ტოტენჰემი’’, “ნორვიჩი’’ და “ვესტ ბრომვიჩი’’. ბურთების შეფარდება 7-2-ზე მათ სასარგებლოდ.
ალან პარდიუმ ეს ჯილდო პირველად სამი წლის წინ მოიგო, როდესაც “ნიუკასლს’’ ჩაუდგა სათავეში. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ სერ ბობი რობსონის შემდეგ თვის საუკეთესო მწვრთნელად “ნიუკასლის’’ სხვა არც ერთი თავკაცი არ დასახელებულა.
რაც შეეხება ჰოლანდიელ მეკარეს, ტიმ კრულმა განსაკუთრებულად შთამბეჭდავი თამაში “უაით ჰართ ლეინზე’’ აჩვენა, აღნიშნულ შეხვედრაში ჰოლანდიელის ანგარიშზე 14 სეივია, ნოემბრის თვეში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა, მშრალად შეინახა კარი “ტოტენჰემთან’’ და “ჩელსისთან’’ დაპირისპირებებში.


დიმიტრი შარიქაძე

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0