x
worldsport.ge
გუნდოგანმა “რეალისკენ” გაიხედა

imageგერმანული “დორტმუნდის” ნახევარმცველმა ილკაი გუნდოგანმა კლუბის ხელმძღვანელობას ახალ კონტრაქტზე უარი უთხრა. Marca-ს ცნობით, გერმანიის ეროვნული ნაკრების შუახაზელს “სიგნალ იდუნა პარკის” დატოვება სურს.
გუნდოგანს “დორტმუნდთან” მოქმედი კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს და მის გახანგრძლივებას არ აპირებს. ნახევარმცველისთვის ბრძოლაში, მთავარი ფავორიტი მადრიდის “რეალია”.
როგორც ირკვევა, “სამეფო კლუბმა” “დორტმუნდში” ნური შაჰინის დაბრუნებისას, გუნდოგანის შეძენის უპირატესი უფლება ჩადო ხელშეკრულებაში.

ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0