x
image
ვიზა კოხაძე
წონაში დაკლების კიდევ ერთი უმარტივესი და ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო მეთოდი
imageსასარგებლო ხილის უამრავი სახეობა არსებობს, რომელთა ერთი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის, წონაში დაკლებასაც უწყობს ხელს. სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება წითელი ფორთოხალი, რომელიც ხილის ყველა სახეობას შორის ყველაზე საუკეთესოა და განსაკუთრებით კი სიცილიური წითელი ფორთოხალი.რა ძალა აქვს წითელ ფორთოხალს?მოგეხსენებათ, ზოგადად ფორთოხალი სასარგებლო ხილია, მაგრამ წითელი გამოირჩევა ზედმეტი მჟავიანობით და მას თითქოს ჟოლოს გემოც აქვს.

მისი სამშობლო სიცილიაა, სადაც უხსოვარი დროიდან ხილი განსაკუთრებულ კლიმატურ პირობებში მოჰყავდათ.

რა განსხვავებაა ყვითელ და წითელ ფორთოხლებს შორის? როგორც მეცნიერებმა გამოარკვიეს, წითელ ფორთოხალში არის დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავა, დიდი რაოდენობით "ც" ვიტამინი, იგი აგრეთვე შეიცავს სხვადასხვა მინერალურ ნივთიერებებს და ასევე წითელ პიგმენტ - ანტოციანს, ( ნივთიერებას, რომელსაც ანტიმჟანგავური თვისებები აქვს).image

ყველაზე მთავარი დადებითი თვისება კი წითელი ფორთოხლისა იმაში მდგომარეობს, რომ მასში არსებული ნივთიერებები ხელს უწყობს გახდომას.


წითელი ფორთოხლის სეზონი მოახლოვდა და როდესაც დღის რაციონში ცხიმიანი საკვები გვაქვს, აუცილებელია განტვირთვის მიზნით წითელი ფორთოხლის წვენი დავლიოთ, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების დაშლას.ყველასთვის ცნობილი სიცილიური დიეტაც ხომ სწორედ ამ ფორთოხალზეა გათვლილი.თუ წონაში ვიმატებთ, აუცილებლად დავიცვათ სიცილიური დიეტა, ანუ - ყოველი ჭამის შემდეგ სასურველია ერთი ჭიქა წითელი ფორთოხლის წვენი დავლიოთ. თუ ზედმეტი სიმჟავის გამო შეუძლებელია მისი დალევა, შეიძლება ერთი ჩაის კოვზი თაფლით დავატკბოთ და არავითარ შემთხვევაში შაქრით.

აღნიშნული დიეტით შესაძლებელია კვირაში 2 კილოგრამის დაკლება, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა.

imageimage











image

0
295
14-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0