x
image
ხიზანიშვილი
გოგონას ბიჭად აღზრდის დღემდე შემორჩენილი ტრადიცია

image- მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უამრავი ძალიან ძველი და უცნაური ტრადიცია არის შემორჩენილი, მინდა შემოგთავაზოთ ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ვფიქრობ ძალიან უცნაურია.

- ავღანეთისა და პაკისტანის ზოგიერთ რაიონებში დღემდეა შემორჩენილი ეს ძალზედ უცნაური და უძველესი ტრადიცია სახელად "ბაჩა პოში". ამ ტრადიციის მიხედვით, ოჯახებს რომელთაც არ ყავთ ვაჟი, ერთ-ერთ შვილ გოგონას ზრდიან ისე, როგორც ბიჭს და ეძახიან "ბაჩა პოში"-ს, რაც ბიჭვით ჩაცმულს ნიშნავს. ამ ტრადიციის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ოჯახში მშობლებს უვაჟობის განცდები შეუმსუბუქოს.

- "ბაჩა პოში"-ს ბიჭურად ჭრიან თმებს, აცმევენ ბიჭის სამოსს და ანიჭებენ მამაკაცის სახელს. ასეთ გოგონას აქვს უფლება იაროს სკოლაში, დაკავდეს სპორტითა და შეუძლია იმ ადგილებში გადაადგილება, სადაც ქალებს ეკრძალებათ. როგორც წესი, გოგონა "ბაჩა პოშ"-ად 17-18 წლის ასაკამდე რჩება, ან იქამდე, სანამ მისი გათხოვების დრო დადგება. აღსანიშნავია, რომ ბევრ გოგონას მოსწონს "ბაჩა პოშ"-ად ყოფნა, რადგანაც იღებენ გაცილებით მეტ თავისუფლებას, ვიდრე ქალებს აქვთ მათ ქვეყანაში. ამ მიზეზით, ისინი ხშირად ამბობენ გათხოვებაზე უარს.

0
78
6-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0