x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ფანტასტიური პეროგი ვაშლის ვარდებით. კულინარული იდეა.(მაშას რეცეპტებიდან)
imageimage

ინგრედიენტები ცომისთვის:


125გრ–ნაღების კარაქი.


3ს.კ–შაქრის პუდრა.

1–კვერცხი.

1შეკვრა–ვანილი.

1ჩ.კ–ფორთოხლის ცედრა.

100გრ–დაფქული ნუში.

200გრ–პ/ფქვილი.


ინგრედიენტები კრემისთვის:


400გრ–რძე.

100მლ–თეთრი ღვინო.

3–კვერცხის გული.

1შეკვრა–ვანილი.

1ჩ.კ–ფორთოხლის ცედრა.

6ს.კ–შაქარი.

4ს.კ–ფქვილი

მოსართავად:5-6ც–ვაშლი.


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

ავურიოთ კარგად რბილი კარაქი, შაქარი, ვანილი და ფორთოხლის ცედრა ერთად.დავუმატოთ კვერცხი და ნუში.ფქვილს ვუმატებთ ნელნელა, რომ ცომი გამოვიდეს ძალიან ფაფუკი.

ფორმაში(22-24სმ დიამეტრის) წავუსვათ კარაქი და მოვათავსოთ ცომი.ვიდრე კრემს მოვამზადებთ ცომი შევდგათ მაცივარში.

კრემისთვის ავურიოთ ფქვილი, შაქარი, ვანილი და ცედრა.დავუმატოთ კვერცხის გულები და ცოტა რძე. ავურიოთ კარგად, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა და შემდეგ დავამატოთ დარჩენილი რძე და ღვინო.(ღვინო განსაკუთრებულ პიკანტურ გემოს ანიჭებს კრემს და ნამცხვარს)მოდუღებისას მუდმივად ვურიოთ კრემს და შემდეგ გავაცივოთ.

ბოსტნეულის სათლელის დახმარებით ვაშლს ავათალოდ ლენტისმაგვარი ფენა თავის კანიანად და შემდეგ დავახვიოთ ვარდივით.image

მოვასხათ კრემი ცომზე, გავასწოროთ და შემდეგ მოვაწყოთ ვაშლისგან გაკეთებული ვარდები.

image

ვარდებს გადავუსვათ მოდუღებული შაქრის სიროფი, შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 180 გრადუს ტემპერატურაზე, ვიდრე ვარდები ოქროსფრად არ გადაიბრაწება.შემდეგ კი გააგრილეთ და ისე დაჭერით...

image

image


გემრიელად მიირთვით!


თქვენი მაშაimage

0
388
8-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0