x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
ირმა ინაშვილი: ქუთაისის საკრებულოს წევრებს აშინებენ, ემუქრებიან და აიძულებენ,- დატოვონ ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი".


მედია-კავშირ "ობიimageექტივის" ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ იმერეთის რეგიონის

უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა მეფარიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი მელაშვილი იბარებენ ქუთაისის საკრებულოს წევრებს და აიძულებენ, რომ დატოვონ ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი".

"საზოგადოებას ვუზიარებ ჩემს გულისტკივილს და გაოცებას: სამი დღის მანძილზე ბატონი ზაზა მეფარიშვილი (იმერეთის რეგიონის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი) და ბატონი ირაკლი მელაშვილი (რომელიც პრემიერის მრჩეველია და რეგიონებს კურირებს) იბარებენ ქუთაისის საკრებულოს წევრებს.
აშინებენ, ემუქრებიან და აიძულებენ, - დატოვონ ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი".
ჩემი ინფორმაციით, დღეს ფრაქციის 5 წევრს უკვე დაწერინეს განცხადება და ხვალინდელი რიცხვით ატოვებინებენ ფრაქციას.
გაუგებარია, ქვეყნის უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელი, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის უნდა ზრუნავდეს, რატომაა დაკავებული ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების დატერორებით?!
მე მეგონა, რომ ეს მანკიერება ჩვენი ცხოვრებიდან აღმოიფხვრა, მაგრამ არიან მაღალჩინოსნები, რომლებიც მუდმივად ძველ დროში
გვაბრუნებენ. მაგალითად, ბატონ ირაკლი მელაშვილს „რეგიონების
კურირება“, როგორც ჩანს, წარმოუდგენია, როგორც ქვეყნის მასშტაბით საკრებულოს წევრების დატერორება, დაშლა- დანაწევრება. გაუგებარია, - ვისი ინტერესის სასარგებლოდ ხდება ყოველივე ეს? თავად ბატონი მელაშვილის, თუ „ქართული ოცნების“?!
დიდხანია თვალს ვადევნებ ქუთაისის საკრებულოში მელაშვილ- მეფარიშვილის მავნებლურ საქმიანობას. ( უბრალოდ,
სხვა შეფასება ასე ზუსტად ვერ გამოხტავს პროცესის არსს); ანალოგიურად იქცეოდნენ სააკაშვილის ჩინოვნიკები. ჩნდება კითხვა: რა შეიცვალა?!

ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთ მიღწევად მიმაჩნდა და მიმაჩნია ძალოვანი სტურქტურების დეპოლიტიზება... ის, რომ ძალოვანი სფეროს წარმომადგენლები აღარ ეწევიან საზოგადოების დაშინებასა და შანტაჟს. თუმცა, ამას ვერ ვიტყვითმელაშვილ-მეფარიშვილის ტანდემზე, რომელიც ცინიკურად ატერორებდა და ატერორებს საკრებულოს წევრებს. დამაფიქრებელია, რომ ეს ყველაფერი კეთდებოდა ირაკლი ღარიბაშვილის სახელით. მე კი, ზუსტად ვიცი, რომ ღარიბაშვილი აქ არაფერ შუაშია.
მივმართავ ახალ პრემიერ- მინისტრს, ბატონ ირაკლი
ღარიბაშვილს: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გთხოვთ, სასწრაფოდ შეიწავლოთ ეს საკითხი და ზემოხსენებული ორივე მაღალჩინოსანი გაათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან, "-წერს ირმა ინაშვილი.

0
59
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0