x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ტონალური კრემის გამოყენების ძირითადი წესები
ყველაზე მარტივი გზა ნებისმიერ ასაკში საუკეთესოდ და საუცხოოდ გამოიყურებოდა არის ტონალური კრემის გამოყენებით სახის დეფექტების დაფარვა და იდეალური ტონის შექმნა.

ტონალური კრემების შემადგენლობა ბოლო ათწლეულების განმავლობაში იმდენად შეიცვალა, რომ ქალბატონებს შეუძლიათ აირჩიონ არამარტო კანისთვის უსაფრთხო საშუალება, არამედ კანის მოვლის, მზისგან დამცავი, ასაკის საწინააღმდეგო, პრობლემური კანის და სხვა მოქმედების ტონალური კრემები.

image

შემოდგომა-ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით აუცილებელია ტონალურის გამოყენება, რადგან მაკორექტირებელი და შემნიღბველი ეფექტის გარდა, კრემი ასრულებს მნიშვნელოვან დამცავ როლსაც.


L’Oreal Paris-ის ვიზაჟისტებმა ჩამოაყალიბეს სამი ძირითადი წესი, რომელიც სჭირდება კანის იდეალური ტონის შექმნას.


როგორ წავისვათ სწორად ტონალური?

სანამ ტონალურ კრემს კანზე დაიტანთ, შეათბეთ ის ხელებში, ამგვარად ის უკეთესად შეერწყმება კანს. ტონალური წაისვით სახის ცენტრიდან კიდეებისკენ, არსებობს წასმის ალტერნატიული ვარიანტები-ღრუბელი ან ფუნჯი. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი, მარტივი და ხარისხიანი მეთოდია დუოფიბრის ფუნჯის გამოყენება, რომელიც შედგება ბუნებრივი და ხელოვნური ბეწვისგან.. წრიული მოძრაობების შედეგად ის იდეალურად ანაწილებს ტონს, არ გამოკვეთს ფორებს.

image


როგორ დავფაროთ ნაკლი?

ტონალური კრემი ათანაბრებს კანს მთლიანად, დეფექტები კი ლოკალურად დაამუშავეთ უფრო მყარი ტექსტურის მქონე საშუალებით, რომელსაც ეწოდება "კონსილერი". ასეთი ზონები,

მაგ. თვალის უპეები, ცხვირის კიდეები, ასევე ლაქები, გამონაყარი, სისხლძარღვოვანი კვანძი კონსილერის მეშვეობით გულმოდგინეთ შენიღბეთ- თითქოს ანაბეჭდებს ტოვებდეთ, ზემოდან კი მსუბუქად დააფიქსირეთ პუდრით .

image


როგორ ავარჩიოთ ტონალური კრემის შესაფერისი ფერი?

ამ კითხვას ყველაზე ხშირად სვამენ ქალბატონები. სუფთა კანზე, ყელთან ახლოს გადაისვით ტონალურის რამდენიმე ვარიანტი -ის ფერი რომელიც არ გამოჩნდება კანზე არის თქვენი ფერი.

image

მნიშვნელოვანია, რომ სახის და სხეულის ფერი დიდად არ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. თვალის უპეებისთვის განკუთვნილი კონსილერი ოდნავ ღია ფერის ან იმავე ფერის უნდა იყოს ტონალურზე, რათა უფრო მეტად არ გამოკვეთოთ პრობლემური ადგილი.




image







1
3198
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
3198
  
2013, 5 დეკემბერი, 21:55
ყველაზე მაგარია ზამთარში რომ ისმევენ მუქ ტონალურს, სახე ქვიშისფერი აქვთ და ყელი თეთრი: D
0 1 1