x
image
worldsport.ge
ბუსკეტსი მარცხში მსაჯს ადანაშაულებს

imageკატალონიური “ბარსელონას” ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი ბილბაოს “ატლეტიკთან” განცდილ მარცხში მთავარ მსაჯ ხუან მარტინესს ადანაშაულებს.
25 წლის ფეხბურთელის აზრით, მისი გუნდის თამაში სწორედ მსაჯმა მოარღვია, რადგან მას 57-ე წუთზე ნეიმარის წინააღმდეგ წესების დარღვევით თამაშისთვის ანდერ იტურასპე უნდა გაეძევებინა, თუმცა, მარტინესმა ბასკს მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა.image

“ამ ეპიზოდმა მატჩის მსვლელობის ხასიათი სრულად შეცვალა. ნეიმარი, ფაქტობრივად, პირისპირ გადიოდა და ვფიქრობ, მისი შეჩერებისთვის მსაჯს წითელი ბარათი უნდა ამოეღო. არბიტრმა საკუთარ სამუშაოს თავი ვერ გაართვა. ახლა აუცილებელია, რომ ზედიზედ ორი მარცხისგან საჭირო დასკვნები გამოვიტანოთ და მომავალ შეხვედრებში ჩვენი თამაში ვითამაშოთ” - აღნიშნა ბუსკეტსმა.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge


0
32
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0