x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა სურთ სინამდვილეში ქალებს?

image მტრულად განწყობილმა მეზობელი სამფლობელოს მეფემ დაატყვევა მეფე არტური და საპყრობილეში ჩასვა, ბოროტმა ხელმწიფემ არტურს თავისუფლება აღუთქვა იმ შემთხვევაში, თუ შესძლებდა გაეცა კითხვისთვის პასუხი:"რა სურთ სინამდვილეში ქალებს''? ტუსაღს ზუსტად ერთი წელი ჰქონდა ვადა იმისთვის, რომ სწორი პასუხი მოეფიქრებიანა, არა და წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დასჯა ელოდა.გაემართა მეფე არტური იმისთვის, რომ ეპოვა სწორი პასუხი, მოიარა მთელი თავისი სამეფო, გამოკითხა უამრავი ადამიანი, ეკითხებოდა ქალებს, მაგრამ პასუხი ხშირად არადამაჯერებელი და ზოგჯერ სულელურიც იყო.დიდი ხნის ძებნის შემდეგ არტურმა გაიგო, რომ არსებობდა ერთი ჯადოქარი, ურჩიეს მასთან მისვლა, თუმცა პასუხი შესაძლოა ძალზე ძვირი დასჯდომოდა.არტური გაემგზავრა მოხუც ჯადოქართან, მან სწორი პასუხისთვის მოითხოვა მის ერთგულ მეგობარზე და მარჯვენა ხელზე, რომელიც სულ თან დაჰყვებოდა-გავეინზე დაქორწინება.შეხედა არტურმა უმახინჯეს, დიდცხვირა, ერთკბილა ჯადოქარს და მან უყოყმანოდ უარი თქვა ამისთანა გარიგებაზე, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილი ელოდა.თუმცა იგი ისევ ერთგულმა მეგობარმა გადაარჩინა, იგი დათანხმდა ქორწინებას, იმისთვის, რომ არტური სიკვდილისგან ეხსნა.ჯადოქრის პასუხი ასეთი იყო:"ყველაზე ძალიან ქალებს სურთ, რომ შესძლონ თავიანთი ცხოვრების განკარგვა." image ასე გადაურჩა სიკვდილს მეფე არტური.გავეინის და ჯადოქრის ქორწინების დროც მოვიდა, სტუმრები შეძრწუნებულები იყვნენ, იმით რომ მშვენიერი, წარმოსადეგი რაინდი უმახინჯეს ბებერთან უნდა დაწოლილიყო.დადგა ქორწინების ღამეც, გავეინი დამწუხრებული შევიდა საძინებელში და ჰოი საოცრებავ, საწოლში მას დახვდა ულამაზესი, ენით აღუწერელი სილამაზის ქალი.ჯადოქარმა გაუღიმა გავეინს და ჰკითხა:"მე ასეთიც ლამაზიც შემიძლია ვიყო და ისეთი მახინჯი მოხუციც, აირჩიე ახლა როდის გირჩევნია ვიყო ლამაზი ან მახინჯი, დღისით თუ ღამით?".დაფიქრდა გავეინი, შემდეგ კი ასე უპასუხა:"თვითონ განეკარგა და გადაეწყვიტა, როდის იქნებოდა ლამაზი და როდის მახინჯი".ჯადოქარს გაეცინა, პასუხით კმაყოფილი დარჩა და უპასუხა:"ამის შემდეგ სულ ლამაზი ვიქნები, იმიტომ რომ, მომეცი უფლება მე თვითონ განვკარგო ჩემი ცხოვრება."image

1
65
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
65
  
2013, 2 დეკემბერი, 18:56
საინტერესო იყო:)
0 1 1