x
worldsport.ge
ბერლუსკონი: “გალიანი რჩება”

image“მილანის” პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი აცხადებს, რომ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი დაკავებულ თანამდებობას შეინარჩუნებს.
ცოტა ხნის წინათ, ადრიანო გალიანიმ დაადასტურა, რომ მისი კლუბიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. გამოცდილი საფეხბურთო ფუნქციონერის თქმით, ის გადადგომის შესახებ განცხადებას რამდენიმე დღეში დაწერდა, მაგრამ როგორც ირკვევა, მას შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.
“კლუბში ყველაფერი რიგზეა, გალიანი დაკავებულ თანამდებობაზე რჩება და მთელი კოლექტივი ერთი მიზნის გარშემოა გაერთიანებული. ჩვენს კლუბში არაფერი იცვლება.” – ციტირებს ბერლუსკონის სიტყვებს Football Italia.


მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0