x
image
ლეელ
მენანდროსის უძლიერესი სიტყვები

მენანდროსი, ძვ.წ. IV საუკუნის, "ახალი ატიკური კომედიის ვარსკვლავია". მისი შემოქმედების გაცნობისას შეუძლებელია გულგრილი დარჩე. მენანდროსის კომედიები დღესაც არ კარგავს აქტუალობას და ამასთანავე ძალიან ახლოსაა თანამედროვე ადამიანის ყოფა-ცხოვრებასთან. ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ მცირე ფრაგმენტი კომედიიდან "დისკოლოსი":

image "ასე მგონია, თითოეული ადამიანი, ბედნიერი თუ უბედური, რაღაც ზღვარს აღწევს და თითოეულს რაღაც ბედის ცვლილება ელის. ბედნიერად მცხოვრებს მანამ უმართლებს, ვიდრე შეუძლია ხვედრს დასჯერდეს და უსამართლობა არ ჩაიდინოს. მაგრამ ბედნიერებით გალაღებულს, უკეთურობისკენ რომ წასცდეს ფეხი, მაშინ ყველაფერი უკუღმა შემოუტრიალდება, უპოვართ კი, თუ ცუდს არაფერს ჩაიდენენ და ღირსეულად დამორჩილდებიან ბედს, უთუოდ დაუდგებათ დრო, როცა უკეთესი ხვედრი ერგებათ. ამიტომ, ნურც შენ დაამყარებ დიდ იმედს შენს სიმდიდრეზე და და ნურც ჩვენ, ღარიბებს, აგვიგდებ აბუჩად, რათა ყოველმა შენმა მნახველმა ბედნიერების ღირსად ჩაგთვალოს!!!!!" ("დისკოლოსი". სტრ.272-288)

2
88
6-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
88
  
2013, 30 ნოემბერი, 15:04
გმადლობ.
2013, 30 ნოემბერი, 15:02
მშვენიერია
0 1 2