x
image
worldsport.ge
ჭრიკიშვილის რევანში და ბრინჯაო

image81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა ტოკიოს “დიდ სლემზე” ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მსოფლიოს რეიტინგის ქართველმა ლიდერმა რეპეშაჟის ფინალში ამერიკელ ტრევის სტივენსს ეფექტური იპონის შესასრულებლად 36 წამი აკმარა. შეგახსენებთ, ეს ის სტივენსია, ვისთანაც ჭრიკიშვილი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე დამარცხდა.
იაპონურ ტატამზე, დამამშვიდებელ ეტაპზე გადართვამდე ქართველმა ძიუდოისტმა სამი შეხვედრა ჩაატარა. შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და ისლანდიელ სვეინბიორნ იურას წუთსა და 53 წამში ორი ვაზარით სძლია. ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ბერძენ ალექსიოს ნტანაციდისს ვაზარით გასცდა. მეოთხედფინალში კი იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან მესამე წუთის მიწურულს, მსაჯისგან იპონად შეფასებული გდება გამოეპარა. რეპეშაჟის ნახევარფინალში ავთანდილ ჭრიკიშვილმა ჩერნოგორიელ სრჟან მრვალიევიჩს უილეთო შეხვედრაში ერთი შიდოს უპირატესობით (2:1) აჯობა.
კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ქართველი ძიუდოისტის მომგები ტაკანორი ნაგასე ავიდა. ფინალში მან ფრანგი ლუის პიეტრი დაამარცხა.
81 კილოგრამში საქართველოს სახელით უშანგი მარგიანმაც იჭიდავა, მაგრამ მერვედფინალში ზემოთ ნახსენებ ტრევის სტივენსთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა. ამ შეხვედრამდე ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ყაზახ დაულეტხან ჟაკიპოვს ვაზარით აჯობა.
დღესვე მედლები 73 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გათამაშდა და ჩემპიონი იაპონელი რიკი ნაკაია გახდა, რომელიც ოქროს გზას ფრიდონ გიგანის შებოჭვით შეუყვა.
ხვალ მამაკაცებში მედლების დარჩენილი სამი კომპლექტი გათამაშდება – 90, 100 და +100 კილოგრამებში. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ), ლევან მატიაშვილი და გიორგი ზაქარიაძე (ორივე +100 კგ).
ლიპარტელიანი პირველ ნომრადაა განთესილი და შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაერთვება, იაპონელ ჰიროტაკა კატოსა და შვედ ჟოაკიმ დვარბის წყვილში გამარჯვებულთან შეხვედრით. მსხალაძე მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს პრიზიორ (2005 წელს 81, ხოლო 2011 წელს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში) იაპონელ ტაკაში ონოს დაუპირისპირდება. მატიაშვილი მეორე წრით და იაპონელი რიუ შიშინოეთი დაიწყებს, ხოლო ზაქარიაძეს პირველ წრეში მეტოქედ გერმანელი სვენ ჰეინლე ერგო.
ძიუდო
“დიდი სლემი”
ტოკიო
30 ნოემბერი

კაცები

73 კგ
1 რიკი ნაკაია (იაპონია)
2 გი-მან ბანგი (სამხრეთ კორეა)
3 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)
3 დენის იარცევი (რუსეთი)


81 კგ
1 ტაკანორი ნაგასე (იაპონია)
2 ლუის პიეტრი (საფრანგეთი)
3 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)
3 ტაკაჰირო ნაკაი (იაპონია)



ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
63
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0