x
image
worldsport.ge
გარაი “ბენფიკაში” ბედნიერია

imageლისაბონის “ბენფიკას’’ არგენტინელმა მცველმა ეზეკილ გარაიმ უახლოეს მომავალში პორტუგალიური კლუბის დატოვება გამორიცხა.
“ბენფიკაში გადმოსვლა უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, პორტუგალიაში ბევრი რამ ვისწავლე და აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ’’_ აღნიშნა კლუბის ტელევიზიასთან საუბრისას გარაიმ.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, გარაის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცს დევიდ მოიესს სურს, ვინაიდან რიო ფერდინანდი არ იმყოფება სასურველ სათამაშო ფორმაში, ხოლო ნემანია ვიდიჩს ტრავმა აწუხებს.
გარაიმ ასევე ისაუბრა არგენტინის ეროვნული ნაკრების შესახებ.
“თუ მოვხვდები მუნდიალზე წამსვლელთა სიაში, ეს იქნება ჩემი პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი. იმედი მაქვს, ალეხანდრო საბელია ნაკრებში მიხმობს.’’_ განაცხადა გარაიმ.
გარაი ეროვნულ გუნდში 2007 წლიდან გამოდის, მის ანგარიშზე მხოლოდ 18 მატჩია.
დიმიტრი შარიქაძე

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0