x
image
worldsport.ge
გიგზი: “კლუბი რომ შემეცვალა, კარიერა დასრულებული მექნებოდა”

image“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა რაიან გიგზმა, რომელმაც თავისი მე-40 იუბილე აღნიშნა, Sky Sports-ს აზრები გაუზიარა. ვეტერანი უელსელი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფეხბურთიდან წასვლაზე არ ფიქრობს.
“წლებს თავისი მიაქვს, მაგრამ ამას ისე ვუყურებ, როგორც ახალ გამოწვევას. ბევრი ამბობს, რომ უკვე წასვლის დროა, მაგრამ მათ გასაგონად ვიტვი: წარუმატებელი მატჩები 19 და 25 წლის ასაკშიც მქონია. მთავარია, რომ მწვრთნელი მენდობა. ვფიქრობ, კლუბი რომ შემეცვალა, კარიერა უკვე დასრულებული მექნებოდა. გამიმართლა, რომ მთელი კარიერა “მანჩესტერში” ვთამაშობ. ჯერ კიდევ ვგრძნობ, რომ გუნდისთვის სარგებლის მოტანა შემიძლია. ამისათვის მუხლჩაუხრელად ვვარჯიშობ”, - განაცხადა გიგზმა.

ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0