x
image
worldsport.ge
ზეედორფი ლიცენზიას გაზაფხულზე მიიღებს

imageბრაზილიური “ბოტაფოგოს” ნახევარმცველ კლარენს ზეედორფს მწვრთნელობა სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი. Milanello-ს ცნობით, 37 წლის ჰოლანდიელი სამწვრთნელო ლიცენზიას გაზაფხულზე მიიღებს და ნებისმიერ კლუბში მუშაობის უფლება ექნება.
იტალიური მედიასაშუალებები ზეედორფს “მილანის” მწვრთნელობას აქტიურად უწინასწარმეტყველებენ. დიდია ალბათობა იმისა, რომ “ბოტაფოგოს” გამთამაშებელმა ზაფხულიდან “როსონერის” სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლოს.
შეგახსენებთ, რომ ზეედორფი “მილანში” 2002-2012 წლებში თამაშობდა.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0