x
image
worldsport.ge
“აინტრახტის” გულშემატკივრების რეკორდი

imageფრანკფურტის “აინტრახტის” გულშემატკივრებმა საკუთარ გუნდს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში ბორდოში ზღაპრული მხარდაჭერა მოუწყეს.
“შაბან-დელმას” ტრიბუნებზე შეკრებილი 19 013 მაყურებლიდან, 12 ათასზე მეტი გულშემატკივარი სწორედ სტუმართა გუნდის მხარდამჭერი იყო. 11Freunde-ს ინფორმაციით, ფანებით სავსე რამდენიმე ასეულმა ავტობუსმა დაახლოებით 1200 კილომეტრი დაფარა და ფრანკფურტიდან ჟირონდის ცენტრში ჩავიდა. გასვლით მატჩებზე სტუმართა გუნდის მხარდამჭერთა ასეთი მასობრივი დასწრება, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე პირველად დაფიქსირდა.
“აინტრახტის” ფეხბურთელებს მხარდამჭერთა ახალ ფერებზე მოუწია შეგუება, რადგან მათ ათასობით ფანს ნარინჯისფერი მაისურები ეცვათ. სამაგიეროდ, მათი მხარდაჭერით გუნდმა საფრანგეთში “ბორდო” 1:0 დაამარცხა და პირველად უკანასკნელი 19 წლის განმავლობაში ევროთასების გაზაფხულის ეტაპზე მონაწილეობის უფლება დაიბევა.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0