x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
ტყუილის ფსიქოლოგია: როგორ გაგვცემს ჩვენი მიმიკა და ჟესტები

image„სხეულის ენა არ იტყუება. იმ შემთხვევაშიც კი როცა სხეული
საფლავშია“, დოქტორი ლაიტმანი, „ტყუილის თეორია“.
ბუნებაში არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი. ჩვენ ყველა
განვსხვავდებით. ჩვენ სხვადასხვანაირად ვხედავთ, გვესმის და ვფიქრობთ. ტყუილითაც კი
სხვადასხვანაირად ვიტყუებით. ამიტომ არ არსებობს ტყულის დამადასტურებელი უნივერსალური
ჟესტების კრებული.


სიმართლე სადღაც მარცხნივაა

ტყუილი თვითკონტროლსა და დაძაბულობას მოითხოვს. დაძაბულობა
შეიძლება იყოს აშკარა ან დაფარული, მაგრამ ამ დაძაბულობას ადვილად აღმოაჩენთ თუ ადამიანის
სხეულის მარცხენა ნაწილს დააკვირდებით. მარცხენა ნაწილი უფრო ცუდად კონტროლირდება ვიდრე
მარჯვენა. ეს აიხსნება იმით, რომ მათ თვინის სხვადასხვა ნახევარსფეროები აკონტროლებს.
მარცხენა ნახევარსფერო პასუხს აგებს მეტყველებასა და გონებრივ მუშაობაზე, მარჯვენა
კი ემოციებსა და წარმოსახვაზე. გამომდინარე იქედან, რომ კავშირები გადაჯვარედინდება
მარცხენა ნახევარსფეროს მუშაობა აისახება სხეულის მარჯვენა ნაწილში, ხოლო მაჯვენა ნახევარსფეროს
მუშაობა მარცხენა ნაწილში.
ის თუ რისი თქმაც გვინდა ადამიანისათვის ასახვას ჰპოვებს
სხეულის მარჯვენა მხარეს, ის კი თუ რასაც რეალურად ვგრძნობთ მარცხენა მხარეს.
მაგალითად: თუ ადამიანი მემარჯვენეა და მარცხენა ხელით
ბევრს ჟესტიკულირებს, იმ დროს როცა მარჯვენა ხელი შედარებით მშვიდაა ის შეიძლება იტყუებოდეს.
ზოგადად ადამიანის სხეულის ნებისმიერი შეუთანხმებელი მოძრაობები ტყუილის ნამიშნებელია.
„ტვინი იმდენად დაკავებულია ტყუილის მოფიქრებით, რომ
სხეული კარგავს სინქრონულობას“ დოქტორი ლაიტმანი, „ტყუილის თეორია“.


ტყუილი გვძაბავს
სახის ფერის ცვლილება და მისი მცირე ნაწილების კანკალი
(წარბი, ტუჩი) მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი სტრესს განიცდის და გვეხმარება ტყუილის
აღმოჩენაში. დაძაბულობა გამოიხატება ხშირ ხამხამში, თვალებზე ხელების უნებლიე აფარებაში
და თვალების სრესაში, ეს არის ადამიანის ქვეცნობიერი რეაქცია დახუჭოს თვალები მოვლენებზე.
რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს მოსაუბრე შეიძლება
იმსჯელო მისი თვალის გუგების მიხედვით. დავიწროებული თვალის გუგები მეტყველებს იმაზე,
რომ ადამიანი უკმაყოფილოა, ხოლო გაფართოებული იმაზე, რომ კმაყოფილია. თვალების მოძრაობების
მიხედვით კი ადვილია გამოიცნო იტყუება თუ არა ადამიანი.
„ითვლება, რომ მორბენალი თვალები ადამიანის არაკეთილსინდისიერების
მანიშნებელია, თუმცა როგორც ცნობილია ყველაზე თავზეხელაღებულ ავაზაკებს შეუძლიათ მშვიდად
გიყურონ სახეში“ აგატა კრისტი.

ტყუილი ცხვირის წვერზე
უცნაურია, მაგრამ მატყუარა შეიძლება მისმა ცხვირმა გასცეს.
ადამიანი ტყუილის თქმისას უნებურად იწყებს ცხვირის წვერის მოძრაობას და გვერდით გადახრას.
ხოლო ადამიანები ვისაც ეჭვი ეპარებათ მოსაუბრის გულწრფელობაში უნებურად აფართოებენ
ნესტოებს.

ხელები... სადაა ხელები?
როდესაც მოსაუბრე ხელებს ჯიბეში მალავს ან ხელის გულს
ფარავს, ეს ტყუილის ან არაგულწრფელობის მანიშნებელია. დამალული ხელები შეიძლება დახურულ
პირს შევადაროთ. გამოცდილი ვაჭრები ყოველთვის აქცევენ ყურადღებას კლიენტების ხელებს.
რეალური პრეტენზიები ყოველთვის გახსნილი ხელებით გამოითქმება.

„სიმართლე, რომ გითხრა“... არანაირი სიმართლე
ჩვენი მეტყველება მიმიკაზე და ჟესტების ენაზე ნაკლებ
როდი გაგვცემს. თუ პირდაპირ კითხვაზე თქვენ იღებთ არეულ პასუხს, რომელსაც ახლავს გამოთქმები
„სიმართლე, რომ გითხრა“, „რომ არ მოგატყუო“ და სხვა, მაშინ კარგად მოუსმინეთ ადამიანის
საუბარს. დაიჭვება ღირს იმ შემტხვევაშიც, როდესაც ხშირად მეურდება ფრაზები
„თქვენ მე უნდა
დამიჯეროთ“;
„დამიჯერე, სიმართლეს ვამბობ“;
„თქვენ, ხომ მიცნობთ, მე არ შემიძლია მოგატყუოთ“;
„მე სრულიად გულახდილი ვარ“;
თუ თქვენ თვლით, რომ ადამიანი გატყუებს მოახდინეთ მისი
პოზის, ჟესტების კოპირება. ამ ხერხით თქვენ მის ნდობას დაიმსახურებთ და მას გაუჭირდება
ტყუილის თქმა. ნუ გამოააშკარავებთ მას და ნუ დაადანაშაულებთ. თავიდან დაუსვით კითხვა,
თითქოს ვერ გაიგეთ რა გითხრათ. მიეცით მოსაუბრეს შანსი სიმართლე გითხრას. დაუსვით უფრო
მეტი პირდაპირი კითხვა. აქტიურად გამოიყენეთ მიმიკა და ჟესტები.
პროფესორი ჯეფრი ჰენკოკი 30 დღის განმავლობაში აკვირდებოდა
სტუდენტებს და აღმოაჩინა, რომ ტელეფონი ტყუილის ყველაზე გავრცელებული იარაღია. თურმე
ტელეფონით ადამიანები შემთხვევების 37%-ში იტყუებიან.

2
3383
4-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
3383
  
2013, 29 ნოემბერი, 10:57
კარგია
2013, 28 ნოემბერი, 20:28
ძალიან მაგარი სტატიაა
და საერთოდ ეს სერიალი საუკეთესოა
0 1 2