x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჟულიენი კარტოფილში
ჟულიენი კარტოფილში


ინგრედიენტები:

● კარტოფილი - 4 ცალი

● სოკო - 400 გ.


● კარაქი - 100 გ.

● ფქვილი - 1/2 სუფრის კოვზი

● ნაღები - 250 მლ

● ყველი - 100 გ.

● მარილი და წიწაკა - გემოვნებით


ჟულიენი კარტოფილში


მომზადება:

ეს საოცრად სანახაობრივი კერძი გააოცებს თქვენს სტუმრებს. კერძში ჭურჭლის მოვალეობას კარტოფილი ასრულებს.

მოგრძო ფორმის დიდი კარტოფილი გავრეცხოთ და გავჭრათ სიგრძეზე 2 ტოლ ნაწილად.


ჟულიენი კარტოფილში (ნაბიჯი 1)


შემდეგ ჩაის კოვზის დახმარებით გავაკეთოთ კარტოფილის "ნავი", რომლის კედლების სისქეც 5-7 მმ იქნება. შემდეგ მასში ჩავასხათ ცივი წყალი, რათა კარტოფილი არ გაშავდეს.


ჟულიენი კარტოფილში (ნაბიჯი 2)


ამასობაში გავადნოთ კარაქი და მოვშუშოთ მასში სოკო. 5-7 წუთის შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და 5-7 წუთის შემდეგ დავუმატოთ ფქვილი. შევურიოთ ყველაფერი ერთმანეთში, დავუმატოთ მარილი, წიწაკა, ნაღები და წამოვადუღოთ 3-4 წუთი (სანამ არ შესქელდება).


ჟულიენი კარტოფილში (ნაბიჯი 3)


შემდეგ მიღებული მასა მოვათავსოთ კარტოფილის "ნავებში". თითოეულ "ნავს" ზემოდან დავადოთ პატარა კარაქის ნაჭერი და მოვახაყროთ მარილი და წიწაკა. შემდეგ შევდგათ ღუმელში 180-200 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე ღუმელში და დაველოდოთ 15 წუთი.


ჟულიენი კარტოფილში (ნაბიჯი 4)


ამის შემდეგ გამოვიღოთ, მოვაყაროთ ზემოდან გახეხილი ყველი და შევდგათ ღუმელში კვლავ 15 წუთით. კარტოფილი ოქროსფერს რომ მიიღებს, კერძიც მზად იქნება.



ჭამისას ფაქიზად მოიქეცით, რადგან შესაძლოა "ნავიდან" კარაქის "მდინარე" დაიღვაროს.


გემრიელად მიირთვით















2
741
9-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
741
  
2013, 27 ნოემბერი, 22:34
ჟულიენი რომ მართლა უგემრიელესია ალბათ ყველა დამეთანხმება, მაგრამ კარტოფილში მოთავსების იდეა განსაკუთრებით მომეწონა. :)
2013, 27 ნოემბერი, 21:16
გემრიელი იქნება..მაგრამ ამდენი კარაქიიი? :)
0 1 2