x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
რას გვასწავლის "ალისა" ანუ ცხოვრების რამდენიმე ბრძნული აბსურდული წესი
image
ლუის კეროლის ამ მშვენიერი, ბრძნული აბსურდის გამოცემას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ყოფილ საბჭოთა კავშირში, მაგალითად, კრიტიკოსები მშობლებს ურჩევდნენ საერთოდ არ შეეძინათ ეს წიგნი, იმდენად საშინელებად ეჩვენებოდათ. დღეს კი ის კრიტიკოსები აღარავის ახსოვს, ხოლო პატარა გოგონას დაუჯერებელი თავგადასავალი უკვე ასობით გამოცემას და ათობით ეკრანიზაციას ითვლის.


წარმოგიდგენთ რამდენიმე სახალისო, მაგრამ ზოგჯერ მაინც გასათვალისწინებელ ცხოვრებისეულ წესს, რომელიც ალისამ საოცრებათა ქვეყანაში და ფანჯრის მიღმა მოგზაურობისას ისწავლა.


image
































1. თუ სამყაროში ყველაფერი უაზროა, რა გიშლის ხელს თავად მოიფიქრო რაიმე აზრი?



2. სანამ ფიქრობ რა თქვა, გააკეთე რევერანსი. ეს დროს დაგიზოგავს.


3. არ შეიძლება საათის გაპოხვა კარაქით.


image


4. სადღაც აუცილებლად მოხვდები, საჭიროა მხოლოდ დიდხანს სიარული.


5. ვიღაცეები სხვების საქმეებში რომ არ ერეოდნენ, დედამიწა უფრო სწრაფად იბრუნებდა.


6. ვერც კი წარმოიდგენ, რა სასიამოვნოა ზღვის კადრილის ცეკვა ხამანწკებთან.


image


7. თუ ლექსებში არავითარი აზრი არ არის, უკეთესიცაა. შეგიძლია თავი არ შეიწუხო მათ ახსნაზე.


8. ნამდვილი რომ არ ვიყო, არ ვიტირებდი.


9. მთელი ძალით უნდა ირბინო, რათა ადგილზე დარჩე. ხოლო თუ სადმე წასვლა გინდა, მაშინ ორჯერ სწრაფად სირბილია საჭირო.


image


10. ხვალ არასოდეს არის დღეს. აბა, შეიძლება გაიღვიძო დილით და თქვა "აი, უკვე როგორც იქნა ხვალე დადგა"?


11. ნეტა ვინმე გონიერს შევხვდე, მრავალფეროვნებისთვის.


12. ყოველთვის შეგიძლია მიიღო მეტი, ვიდრე არაფერი.


13. უნდა იცოდე, როგორ მიხვიდე სალაროში, თუნდაც კითხვა არ შეგეძლოს.


image


14. რისი მაქნისია წიგნი, თუ მასში არც სურათებია, არც საუბარი?


15. ნუ ღრუტუნებ! გამოხატე შენი აზრები როგორმე სხვანაირად.


16. ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დანაკარგი თავის დაკარგვაა.


17. როცა ლაპარაკობ, პირი ფართოდ გააღე.


image


18. ჯერ ყველას დაურიგე ნამცხვარი, შემდეგ კი დაჭერი იგი.


19. რა კარგია სახლში! იქ ყოველთვის ერთი სიმაღლის ხარ!


20. საკმარისია რაიმე გადავყლაპო, მაშინვე რაღაც საინტერესო ხდება.


21. ზოგი ადამიანი ძალიან გონიერია, ზუსტად ისევე, როგორც როგორც ჩვილი ბავშვი.


22. იცით, გოგონებიც ჭამენ კვერცხებს.


23. აი რა, ჩემო ძვირფასო, თუ შენ ღორად გადაქცებას აპირებ, მე შენთან ნაცნობობას გავწყვეტ.


image


24. მნიშვნელობა არა აქვს სად არის ჩემი სხეული. ჩემი გონება შეუჩერებლად მუშაობს. რაც უფრო დაბლაა თავი, მით ღრმაა აზრები.


25. რა მოსახერხებელია სახელის დაკარგვა! ვთქვათ, ბრუნდები სახლში და არავის ახსოვს რა გქვია. ძიძას სამეცადინოდ თქვენი დაძახება მოუნდება, დაგიძახებთ "აქ მოდი ..."- მაგრამ სახელი არ ახსოვს. შენ რა თქმა უნდა არ წახვალ, აბა საიდან უნდა იცოდე, ვის ეძახის.


image


26. ათი ღამე ათჯერ უფრო თბილია, ვიდრე ერთი. და ათჯერ უფრო ცივიც.


27. აქედან დასკვნა: რაღაცას ვერ ვხვდები!


image

0
318
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0