x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სატელევიზიო პრემია "Эмми" ქანდაკება ნაგვის გროვაში იპოვეს.


image
"Эмми"–ს ოქროს ქანდაკება ნაგვის გროვაში აღმოაჩინეს.
ნიუ–იორკში 40 წლის მშენებელმა მუშამ ისმაილ სეკიკმა ნაგვის გროვაში აღმოაჩინა ოქროს ქანდაკება და ბუნებრივია სახლში წაიღო. ისმაილის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა რამდენიმე კვირის შემდეგ ნახა ცერემონია "Эмми"–ს სატელევიზიო პრესტიჟული პრემიის გადაცემაზე. გამარჯვებულს ზუსტად ანალოგიურ ქანდაკებას აძლევდნენ, როგორიც მან იპოვა ნაგვის გროვაში.
სეკიკმა გადაწყვიტა რადაც არ უნდა დაჯდომოდა ეპოვა ქანდაკების მფლობელი და ამისათვის დაათვალიერა ქანდაკება, რომელზეც წესით უნდა ყოფილიყო მცირე დაფა ლაურეატის სახელით და გვარით, თუმცა ქანდაკებაზე ეს დაფა უკვე აღარ იყო.
იმ ადგილის მცხოვრებლებმა სეკიკს განუცხადეს, რომ ქანდაკებას პირველად ხედავდნენ და მათ მეზობლადაც არასოდეს არ უცხოვრია "Эмми"–ს ლაურეატს. სეკიკმაც გადაწყვიტა პრესისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია ნაპოვნ ქანდაკებაზე და ასეც მოიქცა.
თვით ქანდაკება ძალზე ძველი აღმოჩნდა და სავარაუდოდ მის მფლობელს ის გადაეცა 50–იან წლებში, აღნიშნავს გამოცემა "The New York Post". სეკიკს იმედი აქვს, რომ ქანდაკების მფლობელი ან მისი ნათესავები პრესიდან გაიგებენ მის მიერ ნაპოვნი ქანდაკების შესახებ და გამოეხმაურებიან.
პრემია "Эмми" ითვლება კინოპრემია "Оскар"–ის და მუსიკალური "Грэмми"–ის სატელევიზიო ანალოგად. ის მზადდება ოქროს, ვერცხლის, სპილენძის და ნიკელისაგან. მისი გაყიდვა აკრძალულია–დამფუძნებლები ყურადღებას აქცევენ, რომ ქანდაკება არ გამოჩნდეს ინტერნეტ–მაღაზიებში ან აუქციონებზე. როცა ქანდაკების მფლობელს სხვადასხვა მიზეზით არ შეუძლია შეინახოს ქანდაკება საკუთარ სახლში, მაშინ ის ვალდებულია ქანდაკება დაუბრუნოს ამერიკის სატელევიზიო ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიას.

0
83
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0