x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134518
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
საუზმისთვის სასარგებლო პროდუქტები-ხუთი რეცეპტი ჯანსაღი კვებისთვის
კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა, დღის განმავლობაში საუზმის, სადილის ან ვახშმის დროულად მირთმევა.

დღის რაციონში ყველაზე მნიშვნელოვანია პირველი პროდუქტი. საუზმესთან ერთად ორგანიზმი ღებულობს ყველა სასარგებლო მიკროელემენტს, რომლებიც ხელს უწყობს მხნეობის აღდგენას ძილის შემდეგ და ენერგიით მომარაგებას.

სწორად შერჩეული საუზმე განაწყობს ორგანიზმს პროდუქტიული მუშაობისთვის დღის პირველ ნახევარში. ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია დღის სწორად დაწყება, უარი თქვით ჩვეულ ტკბილეულობაზე, ბუტერბროდებზე და აირჩიეთ ჯანსაღი პროდუქტები საუზმეზე.


მაშ ასე, რომელი საკვებით უნდა დავიწყოთ დილა, რომ სადილობამდე არ მოგვშივდეს და დაღლილობა არ ვიგრძნოთ?



ხაჭო

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რომელიც შეიცავს ცილებს, მინერალურ ნივთიებებებს, ლაქტოზას, ცხიმს, ფერმენტებს და სხვადასხვა ჯგუფის 12 ვიტამინს. ასევე მდიდარია კალციუმით, რკინით და ფოსფორით, მისი კვებითი ღირებულება აღემატება რძისას.

image

საუზმის რეცეპტი:
შეურიეთ ბლენდერში ხაჭო და ახალი ან გაყინული კენკრა მსუბუქი და ჰაეროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. სურვილის მიხედვით დაამატეთ მიუსლი ან თაფლი.

თუ ხილის ნაცვლად ხაჭოს მწვანილს შეურევთ მიიღებთ ხაჭოსმაგვარი ყველის მასას, რომელიც შეგიძლიათ ხრამუნა პურზე გადაუსვათ.


ქათმის კვერცხი

მდიდარია А, Е, D და В ვიტამინებით, კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით, თუთიით, სპილენძით, ფოსფორით და სელენით. კვერცხის რეგულარული მიღება ამაღლებს იმუნიტეტს, ეხმარება ორგანიზმს სტრესებთან და ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლაში, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.

image

საუზმის რეცეპტი:

ცილოვანი ომლეტი-ნოყიერი, დაბალ კალორიული, გემრიელი და მაქსიმალურად სასარგებლო კერძი, ჯანსაღი კვების მოყვარებულებისთვის.

ტაფაზე ოდნავ მობრაწეთ პომიდორის კუბიკები და ნახევარი ყაბაყი.

გააცალკევეთ ცილა და გული, ათქვიფეთ ცილა, დაამატეთ ნახევარი ჭიქა რძე და მწიკვი მარილი.

მოასხით ბოსტნეულს. მზა ომლეტს მოაყარეთ მწვანილი.


ხილი

დიეტოლოგები გვირჩევენ ყოველდღიურად მივიღოთ ახალი ხილი. საუზმისთვის გამოდგება ციტრუსები, ყურძენი, ატამი, გარგარი და მანგო. ეს პროდუქტები მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, ამაღლებს განწყობას და აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას.


საუზმე ხილისგან

image

ხილისგან საუზმის მოსამზადებლად დაგჭირდებათ რამდენიმე წუთი-დაჭერით ხილი კუბიკებად, ზემოდან მოასხით უცხიმო იოგურტი.


შვრიის ფაფა (ჰერკულესი)

თითქმის არ შეიცავს ცხიმს და ქოლესტერინს, მდიდარია В1, Е ვიტამინებით და მინერალებით, კალციუმით, რკინით, მაგნიუმით, თუთიით.

ჰერკულესი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია ჯანმრთელობისთვის, ის ამცირებს "ცუდი ქოლესტერინის" დონეს, არეგულირებს შაქრის შემცველობას სისხლში და გაგათავისუფლებთ ჭარბი წონისგან.

image

საუზმე ჰერკულესისგან:

მოზრდილ ასაკში სასურველია წყალზე მომზადებული ჰერკულესი. მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ კუბიკებად დაჭრილი ახალი ხილი, კენკრა, მურაბა, სტაფილო ან ჩირი, მოაყაროთ დაჭრილი თხილი, ნიგოზი ან გოგრის თესლი.


იოგურტი

აუმჯობესებს საკვების მონელების პროცესს, შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, თუთიას და ბევრ სასარგებლო ვიტამინს. საუზმისთვის აირჩიეთ ნატურალური იოგურტი ტკბილი დანამატების გარეშე.

image

საუზმე იოგურტისგან

კიტრის კოქტეილი ნატურალური იოგურტის ბაზაზე შეგმატებთ მხნეობას და სასიამოვნოდ გაახალისებს დილას. დაჭერით კიტრი, მწიკვი კოჭა და პიტნის ფოთლები, შეურიეთ იოგურტი, ნახევარი ლიტრი მინერალური წყალი და ერთი კოვზი თაფლი. ათქვიფეთ ბლენდერში.























2
1930
5-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
1930
  
2013, 12 დეკემბერი, 1:54
გერკულესს ვჭამ სულ საუზმეზე.კანსაც ძალიან უხდება პლიუს
2013, 10 დეკემბერი, 20:55
რა გემრიელად გამოიყურება ^–^
0 1 2