x
image
worldsport.ge
მიტროღლუ ქეცბაიას ემადლიერება

imageსაბერძნეთის ნაკრებისა და "ოლიმპიაკოსის" ბომბარდირი კოსტას მიტროღლუ თემურ ქეცბაიას ემადლიერება და იხსენებს იმ პერიოდს, როცა ქართველმა მწვრთნელმა ის სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად აქცია.
"მან თვითრწმენა შემმატა. უკვე სხვა ფსიქოლოგიური განწყობით ვიყავი და თავდაჯერება მქონდა. ქეცბაია ძალიან კარგი მწვრთნელია და მისი მწვრთნელობისას შევძელით ის, რაც გვსურდა: ჩემპიონთა ლიგაში მოვხვდით. ჩემთვის კი ის პერიოდი განსაკუთრებული იყო, რადგან სასტარტოში ვთამაშობდი".
როგორც იცით, ქეცბაია 2009 წლის ზაფხულში გახდა "ოლიმპიაკოსის" მწვრთნელი და ორ თვეში გამოუშვეს – ისე, რომ ოფიციალურ მატჩებში გუნდს ერთი გოლიც არ ჰქონდა გაშვებული. მიტროღლუ იმ დროს 21 წლისა იყო, კარგად თამაშობდა, შემდეგ კი ისევ დაკარგა ადგილი სასტარტოში და ჯერ "პანიონიოსში", მერე კი "ატრომიტოსში" გაუშვეს პრაქტიკის მისაღებად.
მიტროღლუ 2012 წელს დააბრუნეს "ოლიმპიაკოსში" და მას შემდეგ, აბა, ვინღა გაანათხოვრებდა: ბრწყინვალე შედეგიანობა აქვს და დღესდღეობით, საბერძნეთის ნაკრებში ალტერნატივა არ ჰყავს. მან მუნდიალზე გასასვლელ ფლეი ოფში რუმინეთის ნაკრები ძალიან გაამწარა და ორ მატჩში 3 გოლი გაუტანა. სავარაუდოდ, ის მალე დატოვებს "ოლიმპიაკოსს" და რომელიმე გრანდში გადავა: მისთვის "ლივერპული", "არსენალი" და "დორტმუნდი" იბრძვიან.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
49
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0