x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
კანადელმა მკერავებმა შეკერეს კოსტუმი რომელიც წარმატებით ასრულებს ჯავშანჟილეტის ფუნქციას.


image
კანადელმა მკერავებმა ტყვიაგაუმტარი კოსტუმი შექმნეს.
სიტყვა "ტყვიაგაუმტარი" ასოცირდება რაიმე სქელ და მძიმე მეტალის ფილასთან, რასაც იყენებენ ჯავშანჟილეტებში, რომლებსაც სამხედროები იყენებენ, ან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები.
მაგრამ აღმოჩნდა რომ არსებობს კლასიკური კოსტუმი მამაკაცებისათვის "Garrison Bespoke"–ს წარმოების, რომელიც გარეგნულად არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი კოსტუმისაგან, მაგრამ შეუძლია შეაჩეროს 22.9მმ და 45მმ კალიბრის ტყვიაც.
ბუნებრივია ასეთ კოსტუმში ჩაცმული ადამიანი ტყვიის დარტყმისას იღებს საკმაოდ სოლიდურ დაჟეჟილობას და დარტყმის ძალამაც შესაძლოა წააქციოს კიდეც, მაგრამ რაც მთავარია სიცოცხლეს უნარჩუნებს. თვით მძიმე ჯავშანჟილეტიანი ადამიანიც გრძნობს ტყვიის უმძლავრეს დარტყმას და საკმაოდ ძლიერ დაჟეჟილობასაც იღებს ტყვიის მოხვედრის ადგილას.
ამ კოსტუმის სიმტკიცის საიდუმლოება მის ქსოვილშია. მის შექმნაში გამოყენებულია ნახშირბადის "ნანოღეროები"–ძალზე საინტერესო მასალა, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ მომავალში, სხვადასხვა სფეროში გამოყენებით.
"ნანოღეროების" წყალობით ქსოვილი კევლარზე 50%–ით უფრო მსუბუქი და 30–ჯერ უფრო მტკიცეა ფოლადზე.
ჯერჯერობით ასეთი კოსტიუმის ფასი საკმაოდ სოლიდურია 20 000დოლარი, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე ბევრად ძვირფასია და Garrison Bespoke–ს ნაწარმი წარმატებით იცავს სიცოცხლეს.

0
262
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0