x
image
ვიზა კოხაძე
მირანდა ქერი და ლეონარდო დიკაპრიო ერთმანეთს ხვდებიან?

image
ჭორები ჰოლივუდის ყველაზე გამორჩეული წყვილის მირანდა ქერისა და ორლანდო ბლუმის დაშორების შესახებ ჯერ კიდევ 2012 წლის დეკემბერში დაიწყო, თუმცა წყვილმა ურთიერთობის ოფიციალურად გაწყვეტა ერთი თვის წინ გადაწყვიტა. როგორც ადრე, ახლაც მათ შორის ბზარს ჰოლივუდის ყველაზე სასურველ სასიძოს ლეონარდო დიკაპრიოს მიაწერენ. რამოდენიმე დღის წინ 39 წლის მსახიობი და მირანდა ქერი პაპარაცებმა ლას ვეგასში მეგობრების გარემოცვაში დააფიქსირეს. imageimage

image
სანდო წყარო აცხადებს: 'ვახშამზე მოდელი მეგობრებთან ერთად მივიდა, ხოლო შემდგომ კი დიკაპრიოსთან გადაინაცვლა. ისინი ერთად ისხდნენ, ეფლირტავებოდნენ ერთმანეთს, იცინოდნენ და ლაპარაკობდნენ.რაც შეეხება მირანდასა და ორლანდოს ურთიერთობას, მათ ერთმანეთი 2007 წელს გაიცნეს და 2010 წელს შეუღლება გადაწყვიტეს. დღესდღეობით კი 2 წლის ვაჟი ფლინი აერთიანებთ. განქორწინება ერთი თვის წინ გადაწყვიტეს ყოველგვარი სკანდალის გარეშე და აცხადებენ, რომ თბილ და მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ. დიკაპრიო კი ცნობილია როგორც დიდი მექალთანე, რომელიც ვიქტორია სეკრეტის მოდელთან ტონი გარნთან ჯერ კიდევ ოფიციალურ ურთიერთობაში იმყოფება.
36 წლის ორლანდო პროფესიული საქმიანობითაა დაკავებული და სპექტაკლებზე შეყვარებული რომეოს როლში გვევლინება, ხოლო ქერის კარიერული წინსვლა დაბლა ეშვება. გაუქმებული კონტრაქტი "ვიქტორია სეკრეტთან", დევიდ ჯონსთან და რამოდენიმე დღის წინ 'მანგოსთან', რომლის სახეც სწორედ მოდელი გახლდათ. კრიტიკოსები ამ ყველაფერს მირანდას არამომგებიან პირად ცხოვრებას და სკანდალურ სიახლეებს მიაწერენ.image

0
42
11-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0