x
image
worldsport.ge
გომესი მომდევნო კვირაში დაბრუნდება

imageფლორენციის “ფიორენტინას” გერმანელი თავდამსხმელი მარიო გომესი სრულად გამოჯანმრთელებასთან ახლოსაა. ივარაუდება, რომ 28 წლის შემტევი სათამაშოდ მზად მომდევნო კვირაში იქნება.
გომესმა ტრავმა 15 სექტემბერს მიიღო. მან მუხლის მყესები დაიზიანა, რის გამოც დაახლოებით ორთვიანი უქმობა გამოიწერა. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანელმა ვარჯიში უკვე განაახლა, მაგრამ უახლოეს უქმეებზე “უდინეზესთან” გასამართი მატჩისთვის ის სრულ მზადყოფნაში მაინც არ იქნება. მის დაბრუნებას მომდევნო კვირაში, ევროპის ლიგის მატჩში ელიან.

მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0