x
image
ხიზანიშვილი
სტეფანე: "კრიტიკას და პროფესორობას მოეშვას საზოგადოება"

image- ლელას, მაოს და დათოსი არ იყოს სტეფანეს ცხოვრების უკანასკნელი თვეები მთლიანად "ახალი ხმითაა" მოცული, ასე რომ მუსიკოსმა საკუთარი საქმეები გვერდით გადადო და ბოლომდე პროექტში ჩაერთო. მიაჩნია, რომ მისი გუნდი არის ბრწყინვალე, წინასწარ ლაპარაკი და კონკურსანტების ქება არ უნდა, ამიტომ გვირჩევს დაველოდოთ "ნოკაუტებს".

- სტეფანეს და მაოს წყვილის დაშლა, დუეტიდან არცერთს არ სწყენია, შემსრულებლები ამჯერად საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხს თავად აგებენ. სტეფანეს აზრით ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან კონფლიქტები ნაკლებია და ამასთან ერთად, საზოგადოებამ მაია სხვა კუთხით დაინახა. მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ბევრ რამეზე ერთნაირი აზრი აქვთ, თუმცა სტეფანე ამჯერად მარტოა და როგორც ჩანს, მუსიკოსი ზოგადად მუსიკალურ კარიერაშიც სოლო-პარტიებს არმჯობინებს.

- სტეფანე მაია დარსმელიძეზე პირდაპირი აღმოჩნდა და შოუში
დაპირისპირების შესახებ გულახდილად ისაუბრა: "როგორ ფიქრობთ, მეც, მაიაც, ლელაც მთელი ცხოვრება მოვდივართ და მთელი ცხოვრება ჩვენ საზოგადოება გვიცნობს, ახლა ეგეთი ჯორები და კრეტინები გგონივართ, რომ ავდგეთ და იმის გამო, რომ დათოს ორი მაგარი ბავშვი თუ ჰყავს, ამის გამო ჩვენ ვეცეთ დათოს. რადგან ასე მოხდა, ესე იგი რაღაც იყო შიდა სამზარეულოში, რომელიც ჩვენ თვითონ გავარკვიეთ და ამიტომ ზედმეტ ლაპარაკებს, კრიტიკას და პროფესორობას მოეშვას საზოგადოება, ეს ჩვენი პირადი დამოკიდებულება იყო, ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და მასეთი დონის ხალხი არ ვართ, რომ ასე რამე ამოვიჩემოთ". - განაცხადა მუსიკოსმა.

1
37
5-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
37
  
2013, 20 ნოემბერი, 14:22
მართალია,რატომ უყვარს ხალხს ყველაფერში დინგის ჩაყოფა მიკვირს
0 1 1