x
image
worldsport.ge
სოლდადო: “ჩემი თამაშით უკმაყოფილო ვარ’’

image“ტოტენჰემის’’ ესპანელი ფორვარდის რობერტო სოლდადოს აზრით, მისი
გამოსვლა ინგლისურ კლუბში არადამაკმაყოფილებელია, ვინაიდან ვერ ახერხებს
გოლების გატანას. ამ თემაზე სოლდადო კლუბის ტელევიზიას ესაუბრა.
“საერთო ჯამში ამ სეზონში 6 გოლი გავიტანე, თუმცა რა თქმა უნდა მეტი
მომეთხოვება, ჩემი პირადი მაჩვენებლით უკმაყოფილო ვარ. მე ხომ სწორედ
გოლების გასატანად ჩამოვედი ინგლისში’’-განაცხადა ესპანელმა.
“კლუბის მთავარი მწვრთნელი მენდობა, მას სურს ჩემში რწმენა გააღვივოს,
მას სურს დავიწყო გადამწყვეტი გოლების გატანა, რომლებიც გუნდს გამარჯვებებს
მოუტანს, ამიტომაც მეძლევა სათამაშო დრო, რომ გავტეხო ნავსი და
გულშემატკივრები გავახარო’’

“რაც შეეხება ინგლისს, აქ ცოტა სხვაგვარი ვითარებაა, მაგალითად შობას
ოჯახის წევრების ნაცვლად თანაგუნდელებთან ერთად შევხვდები, აქ სხვა
გარემოა, მოედანზე არაჩვეულებრივი ატმოსფეროა და ვფიქრობ, ადაპტაციის რთული
პერიოდი უკვე დაძლეულია’’_ დაასრულა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, სოლდადომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ვალენსია’’
დატოვა და ვილაშ ბოაშის გუდში ჩაირიცხა, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 6 გოლის
გატანა მოახერხა, აქედან 3 გოლი თერთმემეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა, 1
გოლი “ასტონ ვილასთან’’ შეხვედრაში, ხოლო დუბლი თბილისის “დინამოსთან’’
შეასრულა.

დიმიტრი შარიქაძე

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0