x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
დილით ადრე ადგომა გულის მძიმე დაავადებას იწვევს

ძილი არის მაღალგანვითარებული ორგანიზმის პერიოდული ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც განსაზღვრავს თავის ტვინის მთელი რიგი სტრუქტურების კოორდინაციული მოქმედება.ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ძალიან ბევრ თქვენგანს ისევე როგორც მე გიწევთ ღამით გვიან დაძინება და დილით ადრე ადგომა, თურმე ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენს ნერვულ სისტემაზე.
იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გვიან ღამით დაძინების შემდეგ დილით ადრე ადგომა გულის მუშაობაზე ნეგატიურად აისახება.
საქმე იმ შემთხვევებს ეხება, როცა ადრე ადგომის აუცილებლობის გამო ადამიანი საკუთარ თავს ძილში ზღუდავს.

მეცნიერების დასკვნით, ამ შემთხვევაში გულის დატვირთვა იზრდება, რაც მძიმე ავადმყოფობის რისკებს შეიცავს, მათ შორის – ჰიპერტონიის, ინფარქტის და სხვების.
აქედან გამომდინარე, თუ ადამიანი არ გამოიძინებს, მაშინ დილის გამაჯანსაღებელი ვარჯიშებიც კი სარგებელს ვერ მოუტანს.

იაპონელი მეცნიერების რეკომენდაციით, ძილის სწორი რეჟიმი აუცილებელი და სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის

0
94
3-ს მოსწონს
ავტორი:ბერიკა სადუნიშვილი
ბერიკა სადუნიშვილი
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0