x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
10 ყველაზე უცნაური სახეობის ზვიგენი
Most Amazing Bizarre Sharks


ზვიგენებზე მრავალ საშიშ ისტორიას ჰყვებიან. მათი უცნაური და საზარელი შეხედულებები კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ისტორიებს. მინდა შემოგთავაზოთ ყველაზე უცნაური ფორმის ზვიგენების ათეული.


Hammerhead SharksHammerhead Sharks

თავჩაქუჩა ზვიგენი, რომლის წარმოშობაც, მეცნიერთა ვარაუდით, 50 მილიონი წლის წინ მოხდა საკმაოდ დიდი სიზუსტით ეძებს მსხვერპლს სუნის საშუალებით. მას დიდ მანძილზე შეუძლია ყნოსვითი სენსორით საკვების მიგნება.



Goblin SharksGoblin Sharks

ზვიგენის ამ უცნაურ სახეობას ზვიგენი გობლინი ეწოდება. მას ნახევრად გამჭვირვალე კანი აქვს, რაც ზვიგენს ხორცისფერს (მოვარდისფროს) ხდის. ზვიგენი გობლინი ღრმა წყლების ბინადარია და თვეში ერთხელ, მაგრამ საკმაოდ კარგად სადილობს. იგი ერთ-ერთი ყველაზე საზარელი მტაცებელია მთელს დედამიწაზე.


Thresher SharksThresher Sharks

"მლეწველი ზვიგენი" - ამ უცნაური სახელით არის ეს ზვიგენი ცნობილი. მისი კუდის სიგრძე საერთო სხეულის სიგრძის, თითქმის, ნახევარია. მას მომაკვდინებელი, ბასრი კბილების გარდა მძლავრი კუდიც აქვს იარაღად. ისინი ნადირობის დროს კუდსაც ისევე აქტიურად იყენებენ როგორც კბილებს. სამწუხაროდ ზვიგენის აღნიშნული ჯიში ბრაკონიერების სამიზნეა. მას არა მხოლოდ ხორცისთვის, არამედ ფარფლების გამოც ემტერებიან, რადგა მისი ფარფლებისგან უამრავი სახეობის ჭურჭლის დამზადებაა შესაძლებელი.


Frilled SharksFrilled Sharks

ფურფუშებიანი ზვიგენი ღრმა წყლების ბინადარია. იგი იშვიათად ჩნდება წყლის ზედაპირზე. ფურფუშებიანი ზვიგენი ცნობილია თავისი უცნაური კბილებით, რომელთა რაოდენობაც 300-მდეა. მისი საზარელი პირი პრიმიტიულ იარაღს მოგვაგონებს, რომელიც მსხვერპლისთვის უდავოდ სასიკვდილოა. იგი პრეისტრიული არსებების პირდაპირ შთამომავლად ითვლება.


Spined Pygmy SharksSpined Pygmy Sharks

ხეხემლიანი ჯუჯა ზვიგენი ზვიგენების ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელია. იგი ღრმა წყლების ბინადარია. ეს სახეობა აღმოაჩინა ამერიკულმა ექსპერდიციამ 1907-1910 ლწბში, რომედესაც ისინი ფილიპინებში მიემგზავრებოდნენ. მათ თავიანთი პატარა ზომა ეხმარებათ როგორც მსხვერპლის ჩასაფრებისათვის, აგრეთვე მტაცებლებისაგან თავის დასაცავად დამალვისათვის.


White Whale Sharks


თეთრი ვეშაპის სახელით არის ცნობილი ეს ზვიგენი. ეს გახლავთ ალბინოსი ზვიგენი, რომელიც გალაპაგოსის კუნძულებთან აღმოაჩინეს მყვინთავებმა 2008 წლის აგვისტოში. იგი 50-60 ფუნტ (1 ფუნტი - 30.5 სანტიმეტრი) სიგრძემდე იზრდება და წონით შეუძლია 10 ტონას მიაღწიოს.



Saw SharksSaw Sharks

ხერხიანი ზვიგენის ცხოვრების წესი ხერხიანი თევზების ცხოვრების წესს ძალიან ჩამოჰგავს. ზვიგენი "ხერხს" მძლავრად იქნებს სხვა არსებების მიახლოებისას და ნაფლეთებად აქცევს. იგი ერთ-ერთი უცნაური არსებაა მთელს დედამიწაზე.


Greenland SharksGreenland Sharks

გრენლანდიური ზვიგენი ერთ-ერთი ყველაზე საზარელი მკვლელი ზვიგენია. მათ მუცელში მკვლევარებმა თეთრი დათვების ნეშტებბიც კი არმოაჩინეს. მკვლევართა ნაწილმა ისინი არქტიკულ ზვიკენებად შერაცხეს. ისინი შეიძლება 21 ფუნტ სიგრძემდე და წონით 2200 გირვანქამდე (გირვანქა - 453, 6 გრამი) გაიზარდოს. გრენლანდიური ზვიგენები საშუალოდ 200 წელი ცხოვრობენ.


Megamouth SharksMegamouth Sharks

დიდპირა ზვიგენი, რომელსაც ვეშაპად თვლიან ხოლმე 18 ფუნტ სიგრძემდე და 2.5 ტონამდე იზრდება. იგი ღრმა წყლების ბინადარია. დიდპირა ზვიგენი ძალზე იშვიათი სახეობაა. ჩვენთვის მისი არსებობის შესახებ 1976 წლის ჩანაწერებიდან გახდა ცნობილი. მას შემდეგ იგი 51-ჯერ დაინახეს და 3-ჯერ შეძლეს მისი დაფიქსირება.


Whorl-tooth Sharks (Helicoprion)Whorl-tooth Sharks (Helicoprion)

ხვეულკბილებიანი ზვიგენი, აწ უკვე გადაშენებული სახეობაა, თუმცა კვლავ შედის ყველაზე უცნაური ზვიგენების სიაში. მის ქვედა ყბას შეეძლო მექანიკური ხერხის მსგავსად ებრუნა, რაც მსხვერპლის დანაწევრებას უზრუნვეყოფდა. მეცნიერთა ვარაუდით იგი 280-225 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.


Shark


















2
1523
12-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
1523
  
2013, 18 ნოემბერი, 23:51
ხმალთევზა საოცარი არსებაა. ბენზოხერხს არ უგავს ცხვირი? :D
ძალიან საინტერესოა.
2013, 18 ნოემბერი, 23:24
რა საშინელი არსებებია..კბილები როგორ აქვთ დალესილი:(
0 1 2