x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
არსებობენ თუ არა არამიწიერი მფრინავი ობიექტები და რაზე მეტყველებენ ფოტოები, რომლებიც რეალურ სამყაროში მრავლად არსებობს (+ ბევრი ფოტო)
დედამიწაზე უამრავ ადამიანს სჯერა, რომ ჩვენთვის მიუწვდომელ სამყაროში სიცოცხლე არსებობს. თუმცა დღემდე ვერავინ შეძლო სრულყოფილი პასუხი გაეცა ერთადერთ კითხვაზე, რაც უცხოპლანეტელების საკითხს შეეხება.ალბათ ყველა თაობას ახსოვს დედამიწის სხვადასხვა დასახლებულ ქვეყნებში ადამიანების შოკისმომგვრელი და ბუნდოვანებით სავსე ისტორიები, არსებული ვიდეო კადრები იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი გამხდარა არამიწიერი მფრინავი ობიექტების თვითმხილველი.

პირველად მფრინავი ობიექტი 1942 წელს ლოს ანჟელესში შუაღამისას გამოჩნდა, რაც მაშინდელმა მთავრობამ იაპონელთა თავდასხმას მიაწერა. თუმცა ეს არ ყოფილა არავითარი თავდასხმა და ეს კითხვა დღესაც პასუხგაუცემელია.image

შემდეგი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი 1952 წელს, პენტაგონისა და კაპიტოლიუმის შენობის თავზე, ვაშინგტონში დააფიქსირეს, რომელიც ისტორიაში ერთ - ერთ მნიშვნელოვან მოვლენადაა მიჩნეული.image

შემდეგი იყო 1956 წელს სამხრეთ აფრიკაში, როცა საჰაერო ძალების დაზვერვაში მომუშავე ქალბატონებმა გადაიღეს.როგორც ისტორია ყვება, სულ 7 ფოტო და 2 თვითმხილველი არსებობს.აღნიშნულს წიგნიც კი მიეძღვნა, რომელიც მაშინდელმა სამყარომ არასერიოზულად აღიქვა(წიგნი რომანის სტილში იყო დაწერილი და ავტორი ხმამაღლა აცხადებდა, რომ კოსმოსური ხომალდის პილოტთან შეხვედრის შემდეგ მოულოდნელად დაორსულდა).90 - იანი წლების შემდეგ მკვლევარები უფრო სერიოზულად მოეკიდნენ ზემოთ მონათხრობს.image


შემდეგი აღმოჩენა 11 წლის შემდეგ იყო კვლავ ამერიკაში, სადაც მაძიებელმა ტრუდელმა შეძლო დისკისმაგვარი ობიექტის გადაღება და მას ბოლომდე სჯეროდა მათი არსებობის. გარდა ამისა ტრუდელი ამტკიცებდა, რომ უცხოპლანეტელები მას ატყობინებდნენ სად და როდის უნდა გამოჩენილიყვნენ.image

4 წლის შემდეგ კოსტა რიკაში ფილმზე აღბეჭდეს მფრინავი ობიექტი, თუმცა კვლევებმა ობიექტის იდენტიფიკაცია ვერ მოახერხეს.image

1972 წელს ასტრონავტებმა მთვარეზე მისიის დროს დააფიქსირეს უცნობი ობიექტი, რომელიც ფოტოზე ძალიან უმნიშვნელოდ აღიბეჭდა. 1987 წელს კი პილოტს, რომელსაც ცაში ყურება ძალიან უყვარდა, ღამით ფოტო გადაუღო წითლად განათებულ ობიექტს, შემდეგ მეზობლებიც გარეთ მოიხმო და ყველა ერთად უყურებდა საინტერესო ფაქტს.image

1994 წელს მექსიკაში ვულკანებზე დამკვირვებელმა ფოტოგრაფმა ყვითლად მოკაშკაშე მფრინავი ობიექტი შენიშნა.image

2004 წელიც მექსიკელებისთვის იყო უჩვეულო, როდესაც ერთ - ერთი გაზეთის რეპორტიორმა მფრინავი თეფში განათებული ქალაქის თავზე დააფიქსირა.მკვლევარების მიერ დამტკიცებულია, რომ კადრი უტყუარია და სიყალბეს არ წარმოადგენს.image

1
98
12-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
98
  
2013, 19 ნოემბერი, 3:52
National geographicis არხზე ვნახე გადაცემა რომლის ნახვის მერეც აღარავის შეეპარება ეჭვი ამათ არსებობაში დარწმუნებული ვარ. უამრავი ვიდეომასალა და თვითმხილველი არსებობს
0 1 1