x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საინტერესო და უცნაური ფაქტები
გთავაზობთ საინტერესო ფაქტების ნაკრებს ცხოველების, ადამიანების, ტექნიკის, ბუნების და ბევრი სხვა რამის შესახებ.

1. 1988 წელს არნოლდ შვარცენეგერმა უარი თქვა ფილმში გადაღებაზე, რომელსაც სახელად "კომანდო" უნდა რქმეოდა. რეჟისორმა სცენარი ოდნავ შეასწორა და სახელად "კერკეტი კაკალი" დაარქვა. ასე დაიწყო ბრუს უილისის კარიერის აღმასვლა.

image


2.ამერიკის ქალაქ ანტემში(არიზონას შტატი) მდებარეობს მონუმენტი, რომელიც სულ ერთი დღე არსებობს წელიწადში. ეს დღეა 11 ნოემბერი-ვეტერანთა დღე. ამ დღეს მზის სხივები მონუმენტს ისეთი კუთხით ეცემა, რომ გაივლის ხუთივე ბეტონის კონსტრუქციის რგოლში. ისინი სიმბოლურად აღნიშნავენ აშშ-ის ჯარების ხუთ სახეობას.რგოლებში გავლილი მზის სხივი ანათებს არმიის გერბს.


image


3.დედამიწის მოსახლეობის რაოდენობამ მატება თითქმის შეწყვიტა. ქალთა ნაყოფიერების კოეფიციენტი დღეისათვის შეადგენს 2, 36 -ს. ხოლო ნამატის მისაღწევად კი საჭიროა ეს ციფრი 2, 33-ზე მეტი იყოს. ამგვარად, ეს ორი ციფრი თითქმის დაუახლოვდა ერთმანეთს.

image


4.იტალიაში, პოლონეთსა და გერმანიაში სიფილისს "ფრანგულ დაავადებას " უწოდებენ, ხოლო საფრანგეთში მას "იტალიურ დაავადებას " ეძახიან. სიფილისს ჰოლანდიელები"ესპანურ დაავადებას", რუსები-"პოლონურ დაავადებას", თურქები-"ქრისტიანულ დაავადებას" უწოდებენ.

image


5.1914 წლის აპრილში მეშახტეთა გაფიცვის დროს როკფელერმა დაიქირავა მკვლელები, რომლებმაც დაცხრილეს მუშათა ბანაკი. ამის შემდეგ მათ გაძარცვეს და გადაწვეს ბანაკი, სასტიკად ჩახოცეს იქ მყოფი მამაკაცები, ქალები და ბავშვებიც კი.

image


6.1600 წელს პერუში ამოიფრქვა ვულკანი, რის გამოც 2 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა...რუსეთში. საქმე იმაშია, რომ დედამიწის ატმოსფეროში ფერფლის დაგროვებამ გამოიწვია "მცირე გამყინვარების პერიოდი", რაც საშინელი მოუსავლიანობის მიზეზი გახდა. ამის ფონზე დაიწყო "დიდი შიმშილობა", რამაც გამოიწვია უამრავი ადამიანის დახოცვა. ეს მოხდა რუსეთში ბორის გოდუნოვის პერიოდში.

image



7.ერთხელ ინდოელმა მაჰარაჯამ ჯაი სინგჰმა მოინახულა "როლს-როისის" ავტოსალონი. მენეჯერს რატომღაც ის თვალში არ მოუვიდა და ცინიკურად მიმართა:"ჩვენ საქონელს თქვენი ჯიბე ვერ გაწვდება". გაბრაზებულმა სინგჰმა იყიდა 10 ავტომობილი, ჩაიყვანა ისინი ინდოეთში და უბრძანა გამოეყენებინათ ნაგვის გადასატანად.

image


8.ჯონ კენედის ქალიშვილს აჩუქეს ლეკვი, რომელიც იყო შვილი პირველი ძაღლისა, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. ეს მეგობრული ჟესტი გაკეთებული იქნა იმისათვის, რომ ხრუშჩოვსა და კენედის შორის ურთიერთობა განმუხტულიყო. ლეკვი მეტად ავი გამოდგა და კენედების მთელი ოჯახი დაკბინა.

image


9.სახელების მსგავსების გამო სლოვაკეთის და სლოვენიის საელჩოების თანამშრომლებს რუსეთში მუდმივად უხდებათ შეხვედრა, რომ გაცვალონ შეცდომით მიტანილი ფოსტა.

image



10.არავინ არ იცის სახანძრო ჰიდრანტის გამომგონებლის გვარი, რადგან პატენტი ამ გამოგონებაზე დაიწვა ხანძრის დროს.

image


11.ახალგაზრდა ჯორჯ კლუნი ცხოვრობდა ერთ ზარმაც ადამიანთან ერთ ოთახში. მეზობელს კატა ჰყავდა. კლუნის ზედიზედ 4 დღის განმავლობაში მოუწია კატის ტუალეტის სილის გამოცვლა, მეზობელი კი ყურსაც არ იბერტყავდა. მეხუთე დღეს კლუნის მოსწყინდა ეს ყველაფერი და კატის სილაზე თავად მოისაქმა. კატის პატრონი შეშინდა და ცხოველი სასწრაფოდ ვეტერინართან გააქანა, ფაღარათი აქვსო.

image

3
189
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
189
  
2013, 17 ნოემბერი, 8:50
რაც კარგია, კარგია :)
2013, 16 ნოემბერი, 21:47
მეც ბევრი ვიცინე მაგაზე:D
2013, 16 ნოემბერი, 21:46
ბოლო იყო განსაკუთრებით სახალისო. :D:D
0 1 3