x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ნიჭიერი თუ ცეკვავენ ვარსკვლავები

imageდღეს ქართულ სატელევიზიო სივრცეში, გადის ორი ყველაზე საინტერესო შოუ, რომელთაც ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვთ. ცეკვავენ ვარსკვლავები, რომელიც ტელეკომპანია იმედის ეთერში გადის საინტერესო შოუა, მაგრამ ხალხი მეტს ელოდო და მათი თქმით ამ შოუმ ვერ გაამართლა. უკვე კარგა ხანია იძახიან, რომ ჩაწყობით ხდება ყველაფერიო. არ მოსწონდათ ლელე წურწუმიას ცეკვა, რომელიც შოუში მაინც რჩებოდა და წინდა გადაცემაში დატოვა ლელამ შოუ და ჩაწყობის მუხტიც შეამცირა.

რაც შეეხება რუსთავი 2 -ის შოუ ნიჭიერს, უკვე კარგახანია ის საქართველოს სატელევიზიო სივრცეში ყველაზე ყურებადია, მაგრამ წელს მაინდამაინც ვერ გაამართლა ამ შოუმ, რადგან საინტერესო დიდად არაფერი იყო წინა წლებისგან განსხვავებით. მართალია ჯერ მხოლოდ პირველი ნაწილი დამთავრდა ნიჭიერის, მაგრამ პირველ ნაწილში თუ ვერაფერი შეძლეს მონაწილეებმა, მაინდამაინც ვერც მეორეში გაგვაოცებენ. ძალიან ბევრი ადამიან ადარებს ამ ორ შოუს ერთმანეთს თუ რომელია უფრო კარგი საყურებელი, ხმებიც თითქმის თანაბრად იყოფა. ერთ-ერთ ქართულ საიტზე იყო გამოკითხვა სადაც ნიჭიერმა სულ რაღაც 6% -ით გაიმარჯვა.

0
143
2-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0